ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[Live] პარტიების ეკ. პროგრამების შეფასება 20 აგვისტოს ბიზნეს კურიერში

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ჩვენ სულ უფრო ვაქტიურდებით პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამების შეფასების თვალსაზრისით. ცხადია მედიაში პირველ რიგში, თორემ წერე მრავალი გვერდი … რა აზრი აქვს … პოლიტიკოსების უმრავლესობას მხოლოდ მათ მიერ გაშვებული “ბოლი” აინტერესებს. ბოლი კი ამ წინასაარჩევნო პერიოდში ბლომადაა გაშვებული …

მადლობა ბიზნეს კურიერს, აკაკი გოგიჩაიშვილს და მთელ გუნდს იმისათვის, რომ 27 ივლისს ჩვენს მიერ დაწყებული ინიციატივის შედეგების პირდაპირ ეთერში თქმის საშუალება მომეცა. ამჯერად მოკლედ, მაგრამ გამგები გაიგებს, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში წაიკითხავს ვრცელ შეფასებებს აქვე, kar.ge -ზე.