მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > 26 ივნისს K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის შესარჩევი რაუნდი მოძრაობა KAR.GE-ს მხარდაჭერით ტარდება

26 ივნისს K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის შესარჩევი რაუნდი მოძრაობა KAR.GE-ს მხარდაჭერით ტარდება

გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2018 წლის 26 ივნისს აკაკი ხორავას თეატრში (გ. ლეონიძის 11ა) ტარდება K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის საქართველოს შესარჩევი რაუნდი (ღონისძიების ბმული).

რა არის K-POP? ეს სამხრეთ კორეაში წარმოშობილი მუსიკალური ჟანრია, რომელშიც ააერთიანებს ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტებს და მსოფლიო ახალგაზრდებს შორის მასშტაბური მუსიკალური სუბკულტურაა მილიონობით თაყვანისმცემლით.

ღონისძიების მასპინძელია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, KBS, საერთაშორისო კულტურისა და ინფორმაციის სამსახური. ორგანიზატორი: World OKTA-ს ფილიალი საქართველოში, სპონსორები და მხარდამჭერები არიან: კორეის რესპუბლიკის საელჩო სააქართველოში, ჩანგვონიში, კორეის ასოციაცია საქართველოში, მოძრაობა KAR.GE, რესტორანი სეული, K2-Caucasus, KB Tour, მოკოჯი. დასწრება რა თქმა უნდა თავისუფალია.

2 გამარჯვებული გაემგზავრება K-POP-ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სამხრეთ კორეაში.

მოძრაობა KAR.GE ყოველთვის მხარს დაუჭერს პარტნიორების ორგანიზებული ღონისძიებებს. World OKTA-სთან უკვე რამოდენიმე წლის ურთიერთობა გვაკავშირებთ და ჩვენ ერთად ვცდილობთ ქართული ნაწარმის პოპულარიზებას სამხრეთ კორეაში.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"