ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

KAR.GE კონკურსის შედეგები. 3 გამარჯვებული გვყავს :)

ახალ წელს გილოცავთ!
ბედობას გილოცავთ!
შობას გილოცავთ!

KAR.GE კონკურსის შედეგები გვინდა გამცნოთ 🙂 გამარჯვებული გვყავს 3 ადამიანი 🙂

რა კონკურსი? 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში 2017 წლის 14 დეკემბერს 150 პარლამენტარი გამოვიწვიეთ. 15 დეკემბერს კი კონკურსიც „ჩავრთეთ“ საქმეში. განვაცხადეთ, რომ ქართული ნაწარმით დაჯილდოვდებოდა პირველი 3 ადამიანი, რომელიც გამოიცნობდა თუ რამდენი პარლამენტარი ჩაერთვებოდა 30 დღიან გამოწვევაში და იყიდდა ქართულ პროდუქციას საჯაროდ თვის (დეკემბრის) ბოლომდე. ფაქტია, რომ ბნ. სიმონ ნოზაძე ჩაერთო და თავისი სვლა გააკეთა. თუმცა, ბნ. სიმონი ერთადერთი აღმოჩნდა ამ საერთო საქმეში. ნახეთ შესაბამისი ბმულები:

  1. პარლამენტარების გამოწვევა 14 დეკემბერს

გურიელის საშობაო ჩაი (ლიმიტირებული მოცულობით წარმოებული) ჩემი მე-14 დღის შენაძენია

 

  1. კონკურსის გამოცხადების შესახებ (15 დეკემბერი)

კონკურსი: დაწერეთ რიცხვი და მოიგეთ უმაღლესი ხარისხის ქართული ნაწარმი!

 

  1. FB-ზე დადებული ვიდეო, რომლის ქვემოთაც გაკეთდა საკონკურსო კომენტარები

მცირე კონკურსი KAR.GE-სგან ?დაწერეთ რიცხვი ? და მოიგეთ უმაღლესი ხარისხის ქართული ნაწარმი!…როგორც იცით ჩვენ 14 დეკემბერს 150 წერილი მივიტანეთ პარლამენტში და 30 დღიან გამოწვევაში ჩართვა შევთავაზეთ საქართველოს 150 პარლამენტარს. აი სათანადო სტატია და ვიდეო – https://kar.ge/გურიელის-საშობაო-ჩაი/ . გუშინვე არაერთი კომენტარი გაკეთდა, თუ რამდენი პარლამენტარი მიიღებდა გამოწვევას, ზოგიც ძალიან ოპტიმისტური, ზოგიც პირიქით. იქვე გამოითქვა მოსაზრება კონკურსი ხომ არ გაგვეკეთებინაო და აი ჩვენი სწრაფი რეაგირებაც 🙂 შეკითხვა მარტივია ❓: რამდენი პარლამენტარი იყიდის საჯაროდ საქართველოში წარმოებულ ნაწარმს 31 დეკემბერის ჩათვლით?…☝️ კონკურსის წესები:1. ვიდეოზე ორჯერ დააწკაპუნეთ, ანუ ვიდეოს გვერდი გახსენით და იქ დაწერეთ თქვენი პროგნოზი, ანუ რიცხვი 1-დან 150-მდე (აქ ავარჩევთ გამარჯვებულებს);2. კონკრეტული Facebook მოსარგებლისგან მიიღება მისი პირველი კომენტარი (კომენტარი არ უნდა იყოს რედაქტირებული);3. პირველი 3 ადამიანი, რომელიც ზუსტ რიცხვს გამოიცნობს მიიღებენ შემდეგ ქართულ ნაწარმს პროდუქციას საჩუქრად (რიგს მნიშვნელობა არ აქვს, სამივე ძალიან საამაყო ნაწარმია): 1) Didgori valley – დიდგორის ველი-ს ხორბლის უმაღლესი ხარისხის ხორბლის არაყი და ორი ცალი სტიკერი "მე ვყიდულობ ქართულს" მანქანისთვის, 2) Simon Chkheidze Wine Cellar/სიმონ ჩხეიძის მარანი-ს ოცხანური საფერე და ორი ცალი სტიკერი "მე ვყიდულობ ქართულს" მანქანისთვის და 3) გურიელი – Gurieli-ს საშობაო ჩაი და ორი ცალი სტიკერი "მე ვყიდულობ ქართულს" მანქანისთვის;4. გამარჯვებულებს Facebook-ით დაუკავშირდებით და პრიზებს გადავცემ პირადად თბილისში 1-5 იანვრამდე პერიოდში (უნდა მოიცალოთ);5. საქართველოს პარლამენტარების მიერ ჩვენს საერთო გამოწევში ჩართვის ყველა ფაქტს (ვიდეოს ან სურათს) გავაზიარებთ აქვე;…ვიმეორებთ საკონკურსო შეკითხვას:რამდენი პარლამენტარი იყიდის საჯაროდ საქართველოში წარმოებულ ნაწარმს 31 დეკემბერის ჩათვლით?PS"ფსონების" დადების ბოლო ვადაა 2017 წლის 27 დეკემბერი. 28-29-30-31-ში დადებული "ფსონები" არ ჩაითვლება.

Posted by მოძრაობა KAR.GE on 2017 წლის 15 დეკემბერი, პარასკევი

 

  1. ბნ. სიმონ ნოზაძის მიერ 25 დეკემბერს გამოწვევაში ჩართვის შესახებ

ბნ. სიმონ ნოზაძე – საქართველოს პარლამენტარი ქართულ ნაწარმს საჯაროდ ყიდულობს!

 

გადავამოწმეთ შედეგები და 3 ადამიანი აღმოჩნდა, რომელთაც დაწერეს თავიანთი პროგნოზი „1“. ანუ, ივარაუდეს, რომ 1 პარლამენტარი ჩაერთვებოდა გამოწვევაში. კონკურსის შედეგები ასეთია:

1. პირველი, ვინც 1-იანი დაწერა იყო ქალბატონი ნანა ლაბაძე

2. მეორე მე ვიყავი, ვინც 1-იანი დავწერე, ანუ ტარიელ ზივზივაძე

3. მესამე ქალბატონი თამუნა ტაბაღუა იყო, რომელმაც ასევე 1-იანი დაწერა

საკონკურსო პოსტზე 241 კომენტარია გაკეთებული და თავადაც შეგიძლიათ შედეგების გადამოწმება.

სამივე ადგილისათვის წინასწარ გვქონდა განსაზღვრული პრიზები:

ადგილი 1: ხორბლის არაყი, მწარმოებელი – „დიდგორის ველი“ და 2 ცალი სტიკერი

ადგილი 2: ოცხანური საფერე, მწარმოებელი – „სიმონ ჩხეიძის მარანი“ და 2 ცალი სტიკერი

ადგილი 3: საშობაო ჩაი, მწარმოებელი – „გურიელი“ და 2 ცალი სტიკერი

ჩემს თავს პრიზი როგორ გადავცე ჯერ ვერ მოვიფიქრე. ჩვენს სხვა გამარჯვებულებს კი უკვე დავუკავშირდი და ამ დღეებში მივაწვდი 🙂

 

PS

150 პარლამენტარიდან 1 აღმოჩნდა ისეთი, ვინც საჯაროდ იყიდა ქართული ნაწარმი. ნამდვილად ვისურვებდი უკეთეს შედეგს. 241 კომენტარიდან, რომელიც საკონკურსო ვიდეოზეა გაკეთებული, აბსოლუტური უმრავლესობა ნახევარს ან მეტს ვარაუდობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 150-დან ბევრი იქნებოდა ისეთი ვინც გზავნილიც გაიზიარა, იყიდა კიდეც, მაგრამ ღიად პროდუქციის შეძენას მოერიდა. რატომ? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ფაქტი ერთია: წინ დიდი გამოწვევები გველოდება რომელთაც ერთად დავძლევთ!