ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თუ თქვენ Facebook ჯგუფი/გვერდი გაქვთ, მაშინ სასწრაფოდ ნახეთ ეს …

მადლობა, რომ ამ ტექსტს კითხულობთ,

მოძრაობა KAR.GE საზოგადოებრივი ინიციატივაა. ჩვენ იდეას ვემსახურებით და ვფიქრობ იცით რასაც ვსაქმიანობთ და როგორც, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალთ …

რატომ ვეძებთ პარტნიორებს?

ჩვენი მიზანია სათქმელი, ანუ kar.ge -ზე შექმნილი/დადებული პოზიტიური შინაარსი, მივიტანოთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან და გავაკეთოთ ეს პირველ რიგში ინტერნეტის მეშვეობით.

რა გვჭირდება?

გვერდში დგომა გვჭირდება პირველ რიგში. თუ თქვენ გაქვთ Facebook გვერდი/ჯგუფი, თუნდაც არააქტიური/მიტოვებული მოგვეცით საშუალება, რომ იქ გავაზიაროთ ჩვენი სტატიები. ამ გზით მეტი ადამიანი ნახავს ჩვენს შინაარსს და თანდათანობით გადაერთვება ქართულის ყიდვაზე. ამით დიდ საქმეს გავაკეთებთ.

რას გთავაზობთ?

რეალურად რომ ვიმსჯელოთ ჩვენ მეტად მწირი რესურსები გვაქვს, ამიტომ დიდად დამაიმედებელ მატერიალურ შემოსავალს ვერ გპირდებით. თუმცა არის მეორე, არამატერიალური ფასეულობა. შეგრძნება იმისა, რომ გვერდში დაუდგებით იდეას, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე დიდია.

დაგვიკავშირდით და თუ თქვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს მასშტაბს, შეიძლება მოვძებნოთ კიდეც ქართული კომპანია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, რომ თქვენ ჩვენ დაგვეხმაროთ.

ბევრი ფიქრი საჭირო არაა,
დაგვიკავშირდით KAR.GE Facebook გვერდზე დაუყოვნებლივ და გვიჩვენეთ რა გაქვთ (y)