მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > KAR.GE ვაკანსია: freelancer სტატიის ავტორი / ჟურნალისტი

KAR.GE ვაკანსია: freelancer სტატიის ავტორი / ჟურნალისტი

მოძრაობა KAR.GE თანამშრომლობისათვის იწვევს ავტორებს, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური თემატური სტატიის დაწერა ვებსაიტისთვის – http://kar.ge.

მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. KAR.GE-ს მისიაა ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. ჩვენ ძალიან გვეამაყება 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქართული ნაწარმის პოპულარიზების მიზნით ყოველდღიურად, დაჟინებულად და მიზანმიმართულად გაწეული საქმიანობები და მათი თვალსაჩინო შედეგები. ავტორების მოზიდვის გზით მოძრაობა KAR.GE გეგმავს გააქტიუროს http://kar.ge და მიზნობრივ აუდიტორიას მეტი საინტერესო შინაარსი მიაწოდოს.

ჩვენ ვიცით რა შინაარსს ითხოვს ჩვენი აუდიტორია.
სტატიათა შესაძლო რუბრიკებია:

– ქართული ხარისხიანი ნაწარმი;
– მწარმოებელთა სიახლეები და წარმატების ისტორიები;
– ექსპორტი;
– სურსათის უსაფრთხოება;
– სერტიფიცირება და სტანდარტები;
– პრაქტიკული განათლება;
– მსოფლიო სიახლეები;

ჩვენ არ ვეძებთ აუცილებლად ჟურნალისტს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, სქესს, განათლებას, საქმიანობას, საცხოვრებელ ადგილს; თქვენ შეიძლება იყოთ სტუდენტი ბათუმში, ოფისის თანამშრომელი თბილისში, პედაგოგი ფერეიდანში ან ემიგრანტი კანადაში. ჩვენ პირველ რიგში ვეძებთ თანამოაზრეს სათანადო მოტივაციით, რომ kar.ge-სთვის შექმნას ეფექტური თემატური შინაარსი, რომელსაც აიტაცებს მკითხველი!

ჩვენ გპირდებით უმნიშვნელოვანეს ქართულ საქმეში ჩართვას, საინტერესო ხალხთან ურთიერთობას, მოქნილი განრიგს, დისტანციურ მუშაობას და რაც მთავარია ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და სტატიების მიერ მოპოვებული რეიტინგის მიხედვით. ნებისმიერ ავტორს ჩვენ ვთავაზობთ http://kar.ge -ზე განსათავსებლად წარმოადგინოს თემატური სტატია და მიიღოს ანაზღაურება სტატიის რეიტინგის მიხედვით.

დაინტერესდით?
150 -მდესიტყვაში აღწერეთ რატომ, და მოგვწერეთ info@kar.ge-ზე 5 მაისამდე.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"