ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
kar.ge სამადლობელი გამოფენა-გაყიდვის შემდეგ

kar.ge სამადლობელი გამოფენა-გაყიდვის შემდეგ …

ჩემო კარგებო,

3 დღის განმავლობაში kar.ge-ზე სიჩუმე იყო, არაფერი დაგვიდია. kar.ge მოძრაობის დაწყების დღიდან ასეთი რამ არ მომხდარა. 27-ში საღამოს, გამოფენა-გაყიდვის ბოლო დღეს ისე დავიცალე ემოციისგან და ენერგიისგანაც, რომ გულწრფელად ვიძახი აღარაფრის თავი აღარ მქონა. დღეს, 29 სექტემბერს მოვიკრიბე ძალები და ამ სამადლობელი წერილით ვაახლებთ აქტივობას.

მინდა ვუთხრა …

მადლობა პირველ რიგში სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას დირექტორს – ბნ. ზურაბ შავლაყაძეს და მარკეტინგის მენეჯერს – ქ-ნ ნატალია საგინაშვილს. ჩვენ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებულ „kar.ge ქართული ქარვასლას“ ყველა მხოლოდ დადებით ბრუნვაში იხსენიებს.

ადლობა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელს – ქ-ნ ნინო ზამბახიძეს მხარდაჭერისათვის. ეს ის მხარდაჭერა იყო, რომელიც ძალიან წაგვადგა საქმეში.

მადლობა სარეკლამო კომპანია პატიოარტს და მის დირექტორს ბნ. გიორგი გირგვლიანს მხარდაჭერისათვის. დასაფასებელია, რომ ქართული საქმის გვერდით დგომა პატიოარტში წესია!

მადლობა 22 მონაწილე კომპანიას გვერდში დგომისათვის. ამ საქმეში ჩვენი ერთად შეკრება დიდი ბრძოლის შედეგია. ეს კომპანიებია: შემოქმედი, ბიო-ფრეში, sunflower, წვენი ბოტანიკა, ბებოს ჩურჩხელა, ქართული კარტოფილის ჩიფსი Frixx, ქართული წინდა, ნაყინი ლიდერი, AGMicroelectronics, ტკბილი ქვეყანა, მითანა, ი.მ ვალერი ბოგვერაძე – ნამცხვრები, მოლისანი, kula, ბებოს ლავაში, Meda Bright, საირმე, Kräuter & Gotsi, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ჩირკოლადი, ნიკორა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. ჩვენ ერთად გავისარჯეთ საიმისოდ, რომ 26 და 27 სექტემბერი შედეგიანი ყოფილიყო და თვითონაც ხედავთ, რომ ჯამურად იმაზე მეტი შედეგი მივიღეთ ვიდრე რომელიმე ჩვენგანი ველოდით.

მადლობა 9 მხარდამჭერ მედია ორგანიზაციას. თითოეულმა თქვენგანმა თავისი წვლილი შეიტანა ამ საერთო საქმეში: TV მაესტრო, რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო დარდიმანდი, Agrokavkaz.ge, Kulinaria.ge, Myrest.ge, vitube.ge.

მადლობა ყველა იმ მედია ორგანიზაციას, რომელმაც ყურადღება მოგვაქცია: GDS, რადიო ფორტუნა, პალიტრა მედია, Marketer.ge, ipress.ge, ibusiness.ge და ა.შ. იმედი მაქვს შემდეგ ღონისძიებაზე ყველას გიხილავთ მედია მხარდამჭერებს შორის.

მადლობა თითოეულ იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც ადგილზე ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას ქარვასლას პერსონალით დაწყებული, ასისტენტებით დამთავრებული.

მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც მოვიდა გამოფენა-გაყიდვაზე ქარვასლაში, დაათვალიერა და გასინჯა ქართული ხარისხიანი პროდუქცია და შეიძინა იგი. სწორედ თქვენი აქტივობის შედეგია ის, რომ დღეს ყველა კმაყოფილია.

და ბოლოს …

განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომელთაც შუა მუშაობის პროცესში დაგვაღალატეს და მწარე, მაგრამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინეს.

პირდაპირ ვამბობ: იდეალური არაფერია და მეც, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ვხედავ ნიუანსებს, სადაც ალბათ შეცდომა დავუშვით, სადაც ალბათ უკეთესად შეიძლებოდა და რაღაც, რაც ალბათ არ უნდა გაგვეკეთებინა და ვერ მოვახერხეთ. მაგრამ პირველად გავაკეთეთ ამოდენა ღონისძიება, რომელმაც ძალიან ბევრი გვასწავლა. ამ ცოდნას შემდეგი ღონისძიებების ორგანიზებისას გამოვიყენებთ …

 

kar.ge კი უკვე ამ წერილით აქტიურდება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით!

ეხლა უკვე დაზუსტებით ვიცით ვინაა რეალურად პატრიოტი ამ ქვეყანაში და ვინ ყანწპატრიოტი!

ქართული საქმის პატრიოტებისათვის ვიმუშავებთ ჩვენ!