ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნელი ტეტუნაშვილი

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ნელი ტეტუნაშვილი

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. kar.ge ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და მგონი მყარადაც. kar.ge ისტორიას თუ გადავხედავთ და მისიას გავიხსენებთ აუცილებლად მივხვდებით, რომ მასშტაბის ზრდა ერთადერთი სწორი გზაა. ეს კი ნიშნავს ყველა მხარდამჭერის/კეთილის მსურველის ჩართვას საერთო საქმეში, ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზების კარგ საქმეში.

ამიტომ დღეიდან ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ მოკლე სტატიებს kar.ge საქმეში ახლად ჩართულ მონაწილეებზე, როგორც ინდივიდებზე, ასევე ორგანიზაციებზე. მიზანი: kar.ge მოძრაობის ყოველი წევრის შემოერთდება ღიად მოხდეს.

ნელი ტეტუნაშვილი (Facebook პროფილი)

‘’Kar.ge-თან საზიარო მისია მაქვს, ამიტომაც ვუერთდები! გადავწყვიტე, რომ მხოლოდ “წუხილი” არ შველის საქართველოს ეკონომიკას და საჭიროა კონკრეტული ქმედებები. ეს ქმედებები მარტივი და სასარგებლოა ყ ვ ე ლ ა ს თ ვ ი ს! ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს დაგვეხმარება ვიპოვოთ საკუთარი „მე“, ვრეალიზდეთ! ეს რომ მოხდეს საჭიროა უბრალოდ ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქტი.

ამ უმარტივესი ქმედებების ფონზე და ერთობლივი ძალისხმევის პირობებში ამბიციური, მაგრამ რეალური მოლოდინი მაქვს: ეს არის შედეგი, რომელიც დასნეულებულ ეკონომიკას გააჯანსაღებს! ვაპირებ არ დავმალო, როცა ნამდვილად მომწონს ქართული წარმოების პროდუქტი, მეტიც, ზეპირი თუ წერილობითი ფორმით გავუზიარო ოჯახის წევრებს, არსებულ თუ პოტენციურ მეგობრებს, ნათესავებს, უცხოებს, უცხოელებს, უცხოპლანეტელებსაც კი – რომ ქართული ჯობია!“

 

თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …