ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ინტერვიუ

kar.ge ინტერვიუ გაზეთში – ბანკები & ფინანსები

დიდი მადლობა ბანკები & ფინანსები-ს გუნდს, რომ kar.ge სათქმელის თქმის საშუალება მომეცა. რამოდენიმე საინტერესო მონაკვეთი ინტერვიუდან, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გაკეთდა, დღეს კი გამოცემის საიტზე განთავსდა.

„ქვეყანაში უდიდესი პოტენციალია აუმოქმედებელი. ეს პოტენციალი თითოეულ იმ მომხმარებელშია, რომლებიც ქვეყნის შიგნით წარმოებულ პროდუქციას არაფრად აგდებს და იმპორტულს ყიდულობს. სანამ ქართველი მომხმარებელი არ გაათვითცნობიერებს, რომ მან ნებისმიერი შესყიდვის დროს უპირატესობა ქართულს უნდა მიანიჭოს, მანამდე განვითარება და ორნიშნა ციფრში გამოხატული ეკონომიკური ზრდა უტოპიაა. “

„ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს ქეიფი და სუფრაზე თავის გამოჩენა, ასევე სუფრაზე სამშობლოს სიყვარულის განსაკუთრებით გამოხატვა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნახავთ რომ იმავე სუფრაზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი არის იმპორტული“

„როცა საგარეო სავაჭრო პარტნიორთან გაქვს მილიარდნახევრიანი მინუსი (თურქეთი) ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მის პროდუქციას ყიდულობ, შენ ავითარებ იმ ქვეყანას, ავითარებ იმ ქვეყნის ბიზნესს და ასაქმებ იმ ქვეყნის მოქალაქეს. “

„როცა ხედავ, რომ არსებობს ქართული პროდუქცია და ის ნამდვილად ხარისხიანია უნდა იყიდო, უხარისხო უნდა გადააგდო და “დამარხო” მწარმოებელთან ერთად, რომ შესაბამისად მსგავსი პროდუქცია ქართველმა მწარმოებელმა მეორედ აღარ გამოუშვას. მე და თქვენ გვაქვს ძალაუფლება, რომელსაც ჰქვია ჩვენი ფული. თუ რაში დავხარჯავთ ამ ფულს ჩვენი გადასაწყვეტია“

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ აქ.