ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ზურაბ პაპიაშვილი

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ზურაბ პაპიაშვილი

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. და რაც მთავარის გვერდში გვიდგას სიტყვით თუ წკაპით.

გაიცანით ზურაბ მურაკაშვილი (Facebook პროფილი)

ვუერთდები ამ მოძრაობას იმისათვის, რომ ჩემი ცოდნა და მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება რძის მრეწველობაში გავუზიარო ყველას, ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტების პოპულარიზაციას.

ვფიქრობ, რომ ამ მოძრაობის საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი რძის საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხისა  და შესაბამისად კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სამომხმარებლო ბაზარზე. ყოველივე ეს აღადგენს ნდობას მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის, რაც გაზრდის ადგილობრივი წარმოების პროდუქტების რეალიზაციას და შესაბამისად გააჯანსაღებს საქართველოს ეკონომიკას.

მე, როგორც რძის გადამუშავების სპეციალობის მასწავლებელი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული რძის სასწავლო საწარმოს მენეჯერი ვეცდები მოვამზადო მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საქართველოს რძის საწარმოებში, აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების პოპულარიზაციის საქმეში, განვათავსებ საინტერესო სტატიებს თქვენს საიტზე და ვუპასუხებ მკითხველთა შეკითხვებს.

თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …