ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ზვიად გოგია

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ზვიად გოგია

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. და რაც მთავარია გვერდში გვიდგას სიტყვით თუ წკაპით.

გაიცანით ზვიად გოგია (Facebook პროფილი)

 ზვიად გოგია

kar.ge-ის მოძრაობა ეს არის ადგილი სადაც მე პირადად,როგორც საქართველოს მოქალაქეს მიჩდება იმედი, რომ არსებობს გადარჩენის გზა. ამ პროექტის მიზანი კი ეკონომიკურად ჩვენს პირველ კერასთან – დასავლეთთან დაკავშირებაა,რომელიც ქართული ლექსიკონიდან მთლიანად ამოშლის სიტყვა “სიდუხჭირეს”. ეკონომიკაში არსებობს ცდომილობები მაგრამ  ჩემი აზრით ეს ის ხედვაა, სადაც ეკონომიკურ გათვლებთან ერთად პატრიოტული სულისკვეთებაც არის დართული.

ქართველმა ამ პროექტს ქართული იმედი უნდა შეარქვას, რომელიც ეკონომიკური გათვლებით განხორციელებადია. kar.ge ემსახურება ხალხის თვითშეგნების ამაღლებას და ცდილობს ჩვენი ეკონომიკის გაზრდას თითოეული მოქალაქის ჩართულობით, მე კი ვალდებულად ვთვლი თავს,რომ ამ ქართული პროექტის მონაწილე გავხდე.

ჩემი მიზანია გავხდე ერთ-ერთი ის ადამიანი რომელიც ქართველ ხალხს გააცნობს ამ ქართულ პროექტს. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში გავუწევ kar.ge – ის სასარგებლო პროპაგანდას. მე თვითონ გახლავართ ეკონომიკისა და ბიზნესის კურსის სტუდენტი. ჩემი ხედვით კი ეს ის პროდუქტია სადაც მიღირს ინვესტიციის დაბანდება, ამ შემთხვევაში კი ჩემ ადამიანურ რესურს ვგულისხმობ. წარმატებებს ვუსურვებ ამ ქართულ პროექტს, ამ წარმატებაში კი იმედია მეც შევიტან წვლილს. ეს კი ჩემი ქართველობისადმი აღებული ვალდებულებების მიზერული შესრულება იქნება.

თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …