ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გიორგი დანელია

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: გიორგი დანელია

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. და რაც მთავარის გვერდში გვიდგას სიტყვით თუ წკაპით.

გაიცანით გიორგი დანელია (Facebook პროფილი)

გიორგი-დანელია

ვუერთდები kar.ge-ს მოძრაობას იმიტომ რომ მიმაჩნია ქართველებმა უნდა დავივიწყოთ თითის გაშვერის მავნე ჩვევა და ქართული საქმე ვაკეთოთ ყველამ ერთად სინქრონში, როგორც ხორუმში. ველოდები რომ თქვენთან ერთად მუშაობა იქნება საინტერესო, ბევრი სიახლის შემცველი.

ველოდები, რომ ყველა ერთად შევიტანთ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს ქართული წარმოების და სერვისის განვითარებაში, დავეხმარებით ქართულ ბიზნესს წინსვლაში და ქართველ მომხმარებელს ხარისხიანი ქართული პროდუქციის გაცნობასა და შეძენაში.

ვაპირებ რომ  kar.ge-ს  საქმიანობის ფარგლებში მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია იყოს უფრო მასშტაბური და მოიცვას ქართული წარმოების ყველა სფერო. გვახსოვდეს, დღეს ჩვენც ქართული ბიზნესი და წარმოება ვართ.

თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …