მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა KAR.GE … ისტორია
მოძრაობა kar.ge

მოძრაობა KAR.GE … ისტორია

მოკლე ისტორია …

2016 წლის 30 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი ბნ. ტარიელ ზივზივაძე მიწვეულ იქნა სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან სპეციალურ მიღებაზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში
გაიმართა. გვეამაყება, რომ მოძრაობა KAR.GE-ს და ძალიან ბევრი ადამიანის საქმიანობამ ასეთი ყურადღება მიიპყრო. 2016 წელი ნამდვილად ღირსეულად დასრულდა. 2017 წლისათვის კი შესანიშნავი სასტარტო პოზიცია
გამოიკვეთა. დეტალურად იხილეთ აქ.

2016 წლის 26 დეკემბერს და 29-30 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE ორ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. პირველის იდეა 23-24 დეკემბერს ქარვასლაში მიმდინარე “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016”-თვის დაიბადა. შეკრებილი ფულით და ნობათით კათარზისს დავეხმარეთ. 29 დეკემბერს, 15-დან 18 საათამდე, დიდი დიღმის Goodwill-ში 2030-ისა და მოძრაობა KAR.GE-ს ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კი შევკრიბეთ ძირითადში ქართული ნაწარმი და შეჭირვებულ ოჯახებს ჩავუტანეთ იმავე საღამოს და მეორე დილით. შეჯამება იხილეთ აქ.

2016 წლის 28 დეკემბერს შედგა ღია ლექცია უნივერსიტეტში – ალმა მატერი. მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა – ბნ. ტარიელ ზივზივაძემ უნივერსიტეტის მაგისტრატურის 30-მდე სტუდენტს რიცხვებით და დეტალურად აუხსნა თუ რა რაციონალური დასაბუთება დევს მოწოდების „იყიდე ქართული“-ს უკან, კონკრეტულად როგორი ზეგავლენა აქვს ქართული ნაწარმის ყიდვას ქართულ ეკონომიკაზე, ქართულ ბიზნესზე და კონკრეტულ მოქალაქეზე. დეტალურ ინფორმაცია ნახეთ აქ.

2016 წლის 25 დეკემბერს აგრარულ უნივერსიტეტში ფესტივალის „ულამაზესი კორეა 2016“ შედგა მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებლის, ბნ. ტარიელ ზივზივაძის გამოსვლა თემაზე: “Georgian Products Aiming at the Korean Market”. ნახეთ შეჯამება აქ.

2016 წლის 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით ქარვასლაში, ც. დადიანის #7, წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის
ფესტივალი 2016“ გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: TV მაესტრო – ბიზნესკონტაქტი, TV მაესტრო –
დამზადებულია საქართველოში, TV ახალი საქართველო, TV კავკასია, TV ობიექტივი, GEOMEDIATV, რადიო პოზიტივი, FB გვერდი „რაჭა“. მომხმარებლის წინაშე თავიანთი პროდუქცია წარმოადგენეს მწარმოებლებმა:
AG მიკროელექტრონიკსი, კამპა & ჩვენი, Izosia – კოსმეტიკური კრემი, სიგარილა RAMONA, ნეოფარმი, სს ივერია, BakeHouse, გრინპაკი, საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი იბერია, ესპრესო ჯორჯია,
UNIFISH, GAMA, ქართული ყავა ჩერი, ქართული ნატურალური ნობათი, ნიკორა, გრეიფი, პატარიძეების “რაჭული”, ბებოს ნობათი, სიღნაღი – ქართული მზესუმზირის ზეთი. ადგილზე წარმოდგენილი იყო როგორც
საკვები [ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ჩურჩხელა, ღვინო და ა.შ.], ისევე არასაკვები პროდუქცია [ქართული LED ტელევიზორები, ნათურები, კოსმეტიკური კრემები, მედიკამენტები, ჰიგიენური ნაწარმი, შამპუნები და ა.შ.]. დეტალური ანგარიშის ნახვა შესაძლებელია აქ.

2016 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში მოძრაობა KAR.GE-ს ორგანიზებით და ათასობით  ადამიანის უპრეცედენტო ჩართულობით ჩატარდა რიგით მეხუთე #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზება. 23 ნოემბერს დაანონსებულმა გამოწვევამ ქართული პროდუქციის შესყიდვის იმდენად მასიური ტალღა ააგორა, რომ 26 დეკემბერს საქართველოში წარმოებული პროდუქცია თვით საქართველოს პრეზიდენტმაც კი იყიდა საჯაროდ. ნახეთ გამოწვევის სრული შეჯამება აქ.

2016 წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა. 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენები 50-მდე მოწვეულმა დეგუსტატორმა [რესტორატორი, ჰოტელიერი, ჟურნალისტი, მეწარმე, დაინტერესებული საზოგადოება] ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე. ბრმა დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge . პარტნიორები კი საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია – http://horeka.ge და ხარისხის ლაბორატორია – http://qlab.ge. დეტალური ანგარიში იხილეთ აქ.

2016 წლის 20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის – World-OKTA-ს მოწვევით ქართულმა დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. IFFE 2016-თვის მზადება 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. გამოფენაზე საქართველოში 46 მწარმოებლის მიერ წარმოებული 124 სხვადასხვა სახის ნაწარმი პროდუქტების 17 კატეგორიაში 6 სტენდიან ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი. IFFE 2016-ში ქართული დელეგაციის მონაწილეობის ორგანიზატორები იყვნენ Tbilisi-OKTA, World-OKTA-ს თბილისის ოფისი [OKTA – მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და მოძრაობა KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მისიაა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, http://kar.ge). ქართული დელეგაციის კორეაში მხარდაჭერა უზრუნველყვეს IFFE 2016-ის ორგანიზატორებმა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ. თავად IFFE 2016-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ: http://www.iffe.or.kr/2016_english/. იხილეთ ქართული დელეგაციის მონაწილეობის დეტალური ანგარიში.

2016 წლის ივლისი-ოქტომბერი – მოძრაობა KAR.GE-მ წერილობით შეაფასა და გამოაქვეყნა 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა. შეფასებები იდებოდა საშუალოდ კვირაში ერთხელ. თითოეული შეფასება მიეწოდა ფართო აუდიტორიას: მედია საშუალებებს, ექსპერტებს, პარლამენტარებს, პოლიტიკურ სუბიექტებს. ამან გამოიწვია ფართო მედია ინტერესი. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა 20-ზე მეტ პირდაპირ ეთერში გვეთქვა ჩვენი სათქმელი, მათ შორის დებატების ფორმატშიც. ინიციატივის შეჯამება იხილეთ აქ.

2016 წლის 1-30 ივნისი – ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 2016 წლის 1-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და მასში მომხმარებლები ღებულობდნენ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობდით საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევდით ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ იგივე. გამოწვევა უკვე რიგით მე-4 იყო. იხილეთ შეჯამება.

2016 წლის 26 ივნისი – მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორობით სიღნაღში ჩატარდა ფესტივალი “გურმანი საქართველო 2016”. ფესტივალის მიზანი იყო ქართული და ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის – ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირების, და უამრავი სხვა პროდუქტის წარმოჩენა და უცხოელი ტურისტებისათვის შეთავაზება, ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების და ორგანიზაციების ურთიერთდაკავშირება და გაცნობა. შეჯამება იხილეთ აქ.

2016 წლის 22 ივნისი – ამიერიდან მოძრაობა KAR.GE დაინტერესებულებს სთავაზობს ფასიან მომსახურებას – ბიზნეს გეგმის მომზადება.

2016 წლის 29 მარტი – თითქმის 3 თვიანი მზადების შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა KAR.GE კატალოგი – ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც სრულფასოვნად წარმოაჩენს 1) საქართველოში მოქმედ საწარმოებს, 2) ქართულ ბრენდებს, 3) საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, 4) სავაჭრო ობიექტებს, 5) ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და 6) დისტრიბუტორებს. 29 მარტს გამართული პრეზენტაციის შეჯამება იხილეთ აქ. ამ დღიდან მიმდინარეობს KAR.GE კატალოგის აქტიური განვითარება. ეს მოძრაობა KAR.GE-ს პირველი ფასიანი მომსახურებაა [იხ. შეთავაზება].

2015 წლის 18-20 დეკემბერი – მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას თაოსნობით მეორედ ჩატარდა საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”, რომელშიც 22 ქართული კომპანია ასობით პროდუქტით ჩაერთო და 3000-ზე მეტ სტუმარს წინასაახალწლოდ ქართული პროდუქცია დაახვედრა. გამოფენა-გაყიდვა სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში [ც.დადიანის 7] ჩატარდა და დატვირთული იყო წინასაახალწლო სადღესასწაულო აქტივობებით. იხილეთ შეჯამება.

2015 წლის 1-30 დეკემბერი – 2015 წლის დეკემბერის 30 დღიანი მასიური გამოწვევა, რომელშიც ასობით მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. #30დღიანიგამოწვევა 25 ნოემბერს დაანონსდა და 1-30 დეკემბერს განხორციელდა. იხილეთ შეჯამება.

2015 წლის ოქტომბერი – მოძრაობა kar.ge-ს რებრენდინგი. მომზადდა ახალი ბრენდ პლატფორმა და ახალი ბრენდბუქი. სათანადო ცვლილებები განხორციელდა მოძრაობის ყველა ინტერნეტ რესურსზე.

2015 წლის 26-27 სექტემბერსმოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას თაოსნობით ჩატარდა საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”, რომელშიც 22 ქართული კომპანია ასობით პროდუქტით ჩაერთო და 2000-ზე მეტ სტუმარს ქართული პროდუქცია დაახვედრა. გამოფენა-გაყიდვა სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში [ც.დადიანის 7] ჩატარდა და დატვირთული იყო თემატური სადღესასწაულო აქტივობებითაც. იხილეთ შეჯამება.

2015 წლის აპრილიდან – ინტერნეტ აქტივობის პარალელურად დაიწყო მზადება ჩვენი პირველი offline ღონისძიების – ქართული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის ჩასატარებლად.

2015 წლის 29 მარტიდან – დაიწყო აგრესიული ინტერნეტ აქტივობა რომელიც მიზნად ისახავდა 1) kar.ge შინაარსის დივერსიფიცირებას, 2) კონტრიბუტორების / მხარდამჭერების რაოდენობის / ხარისხის ზრდას და 3) kar.ge ვებსაიტის და Facebook გვერდის რეიტინგის ზრდას!

2015 წლის 8 თებერვალი -11 მარტი –  30 დღიანი მეგა გამოწვევა – „ქართულია & kar.ge-ა!“, რომელშიც 10 ადამიანი მონაწილეობდა როგორც კონტრიბუტორი და 40-მდე ადამიანი როგორც მხარდამჭერი. გამოწვევის ფარგლებში მთლიანობაში 200-მდე ქართული წარმოების პროდუქტის შესახებ შეიკრიბა და დაიდო ინფორმაცია kar.ge-ზე. გამოწვევის წარმატებით დასრულების შემდეგ დაიგეგმა შემდეგი აქტივობის დაწყება.

2015  წლის 23 იანვარიტ. ზივზივაძის გამოსვლა Nx-ზე თემაზე – „როგორ გავაკეთოთ კარგი ქართული საქმე“. გამოსვლაში კიდევ ერთხელ შეჯამდა მთავარი იდეები და გაკეთდა კარგი ქართული საქმის გაკეთების მოწოდება;

2015 წლის იანვარიდაანონსდა შემდეგი რაუნდის დაწყება. შევიკრიბეთ მცირე გუნდი, გავაკეთეთ საიტი – http://kar.ge, გავწერეთ მოქმედების სტრატეგია & ტაქტიკა, დავგეგმეთ დაწყება. იანვრის ბოლოს შეიქმნა მოძრაობის ვებსაიტი – kar.ge;

2014 წლის 1-30 დეკემბერი – ტ. ზივზივაძის 30 დღიანი გამოწვევა – „ქართული ყველაფერი კარგია!“. გამოწვევა გულისხმობდა 30 დღის განმავლობაში 30 სხვადასხვა ქართული ბიზნესის 30 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის შეძენას, დაგემოვნებას, სურათის გადაღებას, სტატიის დაწერას, http://tarielzivzivadze.ge/-ზე სტატიის და სურათის გამოქვეყნებას და შემდეგ Facebook-ით მასიურად გაზიარებას. გამოწვევამ გაამართლა, ჩართულობაც გამოიწვია და მეტად საინტერესო გამოცდილებაც დააგროვა;

2014 წლის პირველი ნახევარი – შეხვედრები, თემატურ აქტივობებზე დასწრება, იდეის დახვეწა, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება დაინტერესებულ მხარეებთან ერთად;

2013 წლის 30 დეკემბერიტ. ზივზივაძის გამოსვლა -„დაილოცა ქართულიNx-ზე. გამოსვლაში თავი მოეყარა იდეის მთავარ პოსტულატებს. გამოსვლის კონკრეტული მიზანი იყო იდეის „შემოწმება“: რამდენად აქტუალურია ქართული წარმოებული პროდუქციის ყიდვის პოპულარიზება და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მოსახლეობაში ამ საქმიანობის წამოწყება;

2013 წლის შემოდგომა – ქართული წარმოების პროდუქციის მხარდაჭერის ინიციატივის იდეის ფორმირება. გარემოს/ბაზრის ანალიზი, წარმატების წინაპირობების შესწავლა ტარიელ ზივზივაძის მიერ;