ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ფერმერული მეურნეობების რუკა, Kamloops, British Columbia, Canada

Buy Local – ამ ბრენდითაა ცნობილი ყველა ის კამპანია, რომელიც ადგილობრივის პოპულარიზებას ეწევა მსოფლიოს ყველა კუთხეში. პრინციპში იგივე იდეის მატარებლები ვართ ჩვენც – მოძრაობა KAR.GE.

აი მაგალითად კანადა, მისი უკიდურესი დასავლეთი შტატი – ბრიტანეთის კოლუმბია, სადაც არის ქალაქი Kamloop, სადაც დუღს Buy Local BC კამპანია – Buy Local! Buy Fresh! ფარგლებში აკეთებს ფერმერული მეურნეობების რუკას – Thompson-Shuswap map. აქვეა მეორე რუკა, რომელიც იგივე იდეას ატარებს – Okanagan map.

რუკა აერთიანებს 75 მონაწილეს. მათ შრისაა 48 ფერმა, და ადგილობრივი კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ნედლეულად ადგილობრივი ნაწარმს იღებენ. მთელი იდეა ისაა, რომ მყიდველებს გაუადვილონ პირდაპირ ფერმებიდან პროდუქციის შეძენა.

მშვენიერი იდეაა ასეთი ინტერაქტიური რუკის შექმნა. რამე მსგავსი საქართველოშიც რომ იყოს, ბევრ გამრჯე ფერმერს მისცემდა თავის წარმოჩენის საშუალებას. ათასზე მეტი სასათბურე მეურნეობა ყოფილა. დარწმუნებული ვარ ბევრს გამოადგებოდა ამ ინფორმაციის ერთად თავმოყრა.