ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

IFFE 2018-ზე თქვენს პროდუქციას კორეელი, ჩინელი, იაპონელი და ა.შ. BUYER-ები ელიან

საერთაშორისო ექსპოებში მონაწილეობისას ზოგიერთი საკითხში ჩაუხედავის “სტანდარტული” მოლოდინია, რომ უცებ ბაიერების რიგი დადგება და ერთ თვეში იყიდიან ბოინგს.

მოდით რეალურად შევხედოთ მოვლენებს …. დღეს ძნელია ვინმე გააკვირვო მსოფლიოში! ექსპოზე მონაწილეობიდან დაწყებული, თითოეული ბაიერის ინტერესის დაკმაყოფილებით დასრულებული ეს ურთულესი სამუშაოა და არანაირი შედეგის გარანტია არ არსებობს!

“ცერის” წესი არის ერთი: საშინაო დავალება 100% შესრულებული გქონდეს! ეს კი გულისხმობს გექნეს მოწესრიგებული წარმოება (თავისი სერტიფიცირებებით), მოწესრიგებული ბრენდი, მოქნილი იყო ურთიერთობაში, გქონდეს ხარისხი და მისი დამადასტურებელი სერტიფიცირებები, გქონდეს ადექვატური ფასი და პროდუქციის საკმარისი რაოდენობის მიწოდების უნარი და რაც მთავარია – იყო ე.წ. responsive (ანუ, არ ჩააგდო კომუნიკაცია).

ჩვენ უკვე IFFE-ზე ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა, 2016 და 2017 წელს. ორივეჯერ გვქონდა ბაიერების ინტერესი სხვადასხვა პროდუქციაზე. ეს ხალხი მუდმივად ჩამოდის IFFE-ზე და წელსაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ველით მათ. ამიტომ წელს განსაკუთრებით ვემზადებით. ჩინელები, იაპონელები და კორეელები იქნებიან ბლომად, რუსეთიდან, აშშ-დან და ა.შ. ყველა პროდუქტს თავისი დაინტერესებული ჰყავს – ღვინოს, წვენებს, ჩურჩხელას, თაფლს, მაგარ სასმელებს და ა.შ.

ჩვენი მიდგომაა, რომ დაინტერესებული buyer მწარმოებელთან დავამისამართოთ და ასეც გავაკეთებთ. ამიტომაც გვჭირდებოდა მეტი მოწესრიგებული მწარმოებელი, ვის პროდუქტსაც წავიღებდით. საბედნიეროდ 15-მდე მწარმოებლის პროდუქციის ნიმუშები მიგვაქვს. შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს მივფრინავთ IFFE 2018-ზე. ჩვენი მონაწილეობის და მწარმოებელთა მოწვევის ორიგინალური განაცხადი გაკეთდა აქ.