მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სასტუმრო “ლაერტონ თბილისი”
ლაერტონ თბილისი

სასტუმრო “ლაერტონ თბილისი”

კომპანიის დასახელება: სასტუმრო “ლაერტონ თბილისი”
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი 0103, ილიკო ქურხულის ქუჩა №14.
ვებსაიტი: http://www.laerton-hotel.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/tbilisilaertonhotel
ტელეფონი: (+995 322) 55 66 55
ელ.ფოსტა: info@laerton-hotel.com

სასტუმრო „ლაერტონ თბილისი“ 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა. იგი დაფუძნებულ იქნა საფინანსო ჯგუფი „იზიკრედის“ მიერ, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება. ჰოლდინგი აერთიანებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ქსელს და სამშენებლო კოპანია „ალფა დეველოპმენტს“. სასტუმრო „ლაერტონ თბილისი“ „იზიკრედის“ პირველი პროექტია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. საფინანსო ჯგუფი, მომავალში, ამ მიმართულებით პოზიციების გაფართოებას გეგმავს.

მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო “ლაერტონ თბილისი” მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში, შემაღლებულ ადგილას და თაბორის, სოლოლაკის, მთაწმინდისა და მახათას მთების თვალწარმტაცი ხედებით არის გარშემორტყმული. სასტუმროს ასეთი ცენტრალური ადგილმდებარეობა განაპირობებს მის სიახლოვეს თბილისის კულტურულ-გასართობ დაწესებულებებთან, ქალაქის ისტორიულ და ბიზნეს-ცენტრთან.

სასტუმროში – „ლაერტონ თბილისი“ 34 კეთილმოწყობილი ოთახია, სადაც ყველაფერია სტუმრის მაქსიმალური კომფორტისათვის. ვერანდის სტილის ტერასებიდან მთაწმინდის, ფუნიკულიორის, ნარიყალას ციხესიმაგრის, დიდებული სამების ტაძრისა და ძველი თბილისის უბნების უმშვენიერესი ხედები იშლება.

„ლობი ბარი“-ს მყუდრო გარემო სტუმრებს ბუხართან მოსვენების, უგემრიელესი კერძებისა და სასმელების დაგემოვნების საშუალებას აძლევს. სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე „ელიონი ვერანდა“ კი საუკეთესო ადგილია სასაუზმოდ, სავახშმოდ და საუცხოო ხედებით დასატკბობად. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ჩვენი საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები იდეალურია საქმიანი შეხვედრების, ქორწილებისა და კორპორატიული საღამოების მოსაწყობად.

გალერეა