ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
თბილისის მერიის

help.tbilisi.gov.ge – თბილისის მერიის ვებსაიტი 13 ივნისს დაზარალებულთა დასახმარებლად

დიდი ხნის ნანატრი ვებსაიტი – http://help.tbilisi.gov.ge/, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ შეიქმნა დღეს გაეშვა 23 ივნისს. … ალბათ ამაზე იტყვიან – სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო …

თბილისის მერია კარგად ჩაერთო საქმეში. ვებსაიტზე ბევრი რამ შეიძლება ნახოთ … საბანკო ანგარიშები, სადაც ფულის ჩარიცხვა შეგიძლიათ, ბანკების ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები, ცხელი ხაზის ნომერიცაა მითითებული, საჭიროებების მიხედვით დახმარება მართლა საჭირო და სასარგებლო ფუნქციაა, ოჯახების მიხედვით დახმარებაც შეგიძლიათ, თუ ტექნიკური დახმარება შეგიძლიათ კი ბატონო, სხვა სახის დახმარებაც შეგიძლიათ თუ გული გულობს.

ტექნიკური თვალით თუ შევხედავთ არ მომწონს ნავიგაცია და დიზაინი. დანარჩენი ყველაფერი საკმარისია ალბათ ამ ეტაპისთვის. თუ ამ საიტს შეუნარჩუნდება ფუნქცია, ანუ სხვა სახის სტიქიების შემთხვევაშიც როლი ექნება, მთლად უკეთესი …

დაათვალიერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი … ან პირდაპირ “საქმეზე გადადით”!

თბილისის მერიის