ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

GENO იმედით შეჰყურებს Kickstarter-ს. პროექტი 12,000-ის მოსაგროვებლად იბრძვის

კარგი ქართული საქმის მხარდაჭერა ცხოვრების წესია მოძრაობა KAR.GE-სთვის. ჩვენ თუ არ დავუდექით ერთმანეთს, აბა ვინ? სწორედ ამიტომ როგორც კი GENO ჰორიონტზე გამოჩნდა, მაშინვე გავაშუქეთ ეს ძალიან მაგარი ანიმაცია. ეხლა კი GENO იმედით შეჰყურებს Kickstarter-ს …

ჰო, გენო ვინ არის? GENO – ეს არის პირველი ქართულ-უცხოური, კერძოდ ქართულ-გერმანული ანიმაციური კოპროდუქცია. პროექტი არის ქართული სტუდიის „ლირა ფროდაქშენ“ – ის ნაწარმი. მულტფილმზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს რობერტ ბოშის ფონდისა (გერმანია) და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. აი თრეილერი …

პროექტს განვითარებისათვის 12,000 USD სჭირდება და კამპანია kickstarter-ზეა წამოწყებული. მარტო ამ კამპანიის მომზადებას 3 თვე დასჭირდა. ეხლა კი ჩვენი დროა. ამ უძალიანმაგრეს ქართულ CGI ანიმაციას აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი.

მე მოკრძალებული 10$ ჩავდე და მე-14 მხარდამჭერი ვარ. საჭიროა 12,000 USD. შეკრებილია 1,600 USD-ზე მეტი. 25 დღეა დარჩენილი 17 ივლისამდე. შევეწიოთ ქართულ საქმეს, კარგ საქმეს და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს. შეგიძლიათ დადოთ 2$-დან 1000 $-მდე თანხა.

გადადით Kickstarter-ზე და მხარი დაუჭირეთ აქ.

ნახეთ kickstarter-ზე წარდგენის ვიდეო აქ.

გთხოვთ გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენებურმა გაიგოს!