მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > Farm-to-Institution – კამპანია მსხვილი ინსტიტუციების ფერმებისკენ „მისაბრუნებლად“

Farm-to-Institution – კამპანია მსხვილი ინსტიტუციების ფერმებისკენ „მისაბრუნებლად“

მეტად საინტერესო სტატია ვნახე და მინდა გაგიზიაროთ …

 

საუბარია რაზე:

აშშ-ში უამრავი მსხვილი დაწესებულება ხარჯავს ფულს საკვების შესყიდვებზე ან თავისი თანამშრომლებისათვის, ან ვისაც ემსახურებიან …

მსხვილი კომპანიები მაგალითად, მსხვილი სახელმწიფო ინსტიტუტები …

ამათ რომ საკვებზე თავისი ხარჯების ნაწილი მაინც ადგილობრივი წარმოების ფერმერულ პროდუქციაზე გადაიტანონ, მცირე სვლასსაც დიდი ეფექტების მოხდენა შეუძლია …

მარტო Google აჭმევს დღეში 20,000 კაცს …

 

ეს სტატია სწორედ ასეთი საქმიანობის პლიუსებსა და გამოწვევებს მიმოიხილავს. ჩვენ დეტალურად არ ვთარგმნით, მხოლოდ ამონარიდებს მოგახსენებთ. თუ სტატიის სრულად წაკითხვა გაინტერესებთ, ინებეთ …

 

ძირითადი დასკვნები, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია:

  1. ინსტიტუციურ შესყიდვებში დიდი ძალაა. მსხვილი ორგანიზაციები აშშ-ში [კლინიკები, სკოლები, კომპანიები, ] დიდ ფულს ხარჯავენ თავიანთი თანამშრომლების ან მიზნობრივი აუდიტორიის კვებაზე. აქ მრავალ ასეულ მილიონიან ხარჯზეა საუბარი. მისი რამოდენიმე პროცენტის ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის ყიდვაში გადამისამართებასაც კი უზარმაზარი ეფექტი მოჰყვება;
  2. ინსტიტუციურ შესყიდვებს შეუძლიათ ფერმებში ინოვაციის და განვითარების სტიმულირება. აქ მარტივი ლოგიკაა. როცა ფერმერულ მეურნეობაში მეტი შემოსავალი ჩნდება, იგი უფრო მეტად ვითარდება რაც ყველასთვის კარგია;
  3. მაშტაბი გამოწვევაა. ყველა ფერმერს არ შეუძლია ინსტიტუციის სტაბილურად მომარაგება და კონკურენტული ფასის შეთავაზება და ამაში კოოპერაციაა საჭირო;
  4. ინსტიტუციურ შესყიდვებში ძალას კვლევას ადასტურებს. აიოვას შტატში დაიანგარიშეს, რომ შტატის 22,000 ინსტიტუციიდან 25%-მა ადგილობრივი წარმოების საკვები რომ იყიდოს, შტატის ეკონომიკაში დამატებით 800 მილიონი $ შემოსავალი შევა. ამ შესყიდვების ნახევარი მაინც რომ წავიდეს საშუალო ფერმებისკენ, დამატებით ეს მიეხმარება 4200-ზე მეტ ფერმას და შექმნის 12,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს;
  5. ლოგისტიკა გამოწვევაა. იმისათვის, რომ მიწოდების სისტემა ეფექტური და ეფექტიანი გახდეს ქმნიან ქსელს, რომელის მცირე და საშუალო ფერმებს დააკავშირებს მსხვილ შემსყიდველებთან;

 

რა შეიძლება საქართველოში გაკეთდეს?

თავიდან ბოლომდე ყველაფერი ის, რაც ზემოთ დავწერე!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"