მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > Erik Reinert – სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესახებ

Erik Reinert – სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესახებ

23 აგვისტოს იყო კონფერენცია, რომელსაც მეც დავესწარი. იქ რამოდენიმე საინტერესო პრეზენტაცია იყო, მათ შორის ერიკ რაინერტის. ცხადია ყურადღებით ვუსმენდი იქაც და ამ ინტერვიუსაც.

გიზიარებთ რამოდენიმე ფრაზას, რომელიც ამ ინტერვიუდან „ჩამრჩა“:

  1. 60 ქვეყნის მაგალითზე ამბობს, რომ ლიბერალურ ეკონომიკას არასოდეს მიუღწევის წარმატებისთვისო;
  2. ამბობს, რომ თქვენშია მთელი სიმდიდრე და ჯერ დანახვა ისწავლეთ და შემდეგ გამოყენებაო;
  3. ამბობს, რომ ინდუსტრიალიზაცია გამოსავალია, მაგრამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად კეთდებაო. ისწავლეთ სხვისგან, მაგრამ ააგეთ თქვენი სტრატეგიაო;
  4. სახელმწიფო უნდა იყოს ბიზნესის მხარდამჭერი და არა კონკურენტი;
  5. თქვენი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მომავალი გარკვეულ წილად ტურიზმის სამსახურშია. სოფელს სჭირდება დახმარება და ის შექმნის დოვლათს ქალაქისათვის;

სწორი მიზნები, თავდაჯერებულობა და თქვეი რეალობის გათვალისწინებაო …

ანუ, იყავით განსხვავებული და ყველაფერი რიგზე იქნებაო …

ნახეთ აუცილებლად ეს ინტერვიუ!!!

კიდევ ბევრი საინტერესო აზრია შიგნით …

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"