ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ENPARD და kar.ge თანამშრომლობა დაიწყო

ENPARD და kar.ge თანამშრომლობა დაიწყო

ჩემო მეგობრებო,

ჩვენ პარტნორების მუდმივ ძიებაში ვართ, მით უმეტეს, როცა kar.ge მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო აქტიურდება. ყველა ის ადამიანი, ორგანიზაცია თუ პროექტი/პროგრამა, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ რამეს აკეთებს ჩვენი პოტენციური პარტნიორია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს და თემატურად ახლოსაა kar.ge-ს საქმიანობასთან არის ENPARD.

ENPARD – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხუთწლიანი პროგრამაა (2013 წლის მარტი-2018 წლის მარტი), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 52 მილიონი ევროა.

ჩვენი თანამშრომლობა იწყება ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით: kar.ge გააშუქებს ENPARD სიახლეებს, ღონისძიებებს, კოოპერატივებს, მათ პროდუქციას და ამ ინფორმაციას მიაწვდის ფართო საზოგადოებას. საამისოდ kar.ge-ზე მომზადდა სათანადო გვერდი, რუბრიკა, კატეგორია, რომელშიც კვირაში რამოდენიმეჯერ დაიდება ENPARD სიახლეები.

ძალა ერთობაშია!