ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

EBRD | EU4BUSINESS – 50 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ქართულ ბიზნესს

დღეს დილით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ მეტად საინტერესო კონფერენციას დავესწარი ტექნოპარკში.
საქართველოს ბანკის მიერ დაინერგა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა („ევრობანკი“) და ევროპის კავშირის ახალი, ერთობლივი დაფინანსების მექანიზმი. ამ მექანიზმის ფარგლებში, ევრობანკი, საქართველოს ბანკთან ერთად ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს – ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნების შესაბამისად.

არ მინდა გადაგტვირთოთ ტერმინებით, ამიტომ მოკლე შეჯამებას გავაკეთებ მხოლოდ:

მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის კრედიტები ადგილობრივ ვალუტაში გახდება ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საწარმოებისთვის. პირველ ეტაპზე დასახებული თანხაა 50 მილიონი ევროს ექვივალენტი ლარში;

კრედიტების ვადიანობა ხუთ წლამდე პერიოდზეა გათვლილი, საიდანაც ორი წელი შეღავათიანია;

მასტიმულირებელი ფაქტორის სახით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეძლებენ 15 პროცენტის დაბრუნებას ფულად გამოხატულებაში;

ამ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უფასო იქნება ტექნიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურების სახით;

პაკეტი მოიცავს მხარდაჭერას ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.
ეხლა ამ ყველაფერს ადამიანურ ენაზე გადმოვთარგმნი:

  1. ეს “სასესხო პროდუქტი” გათვლილია მოქმედ წარმოებებზე და მიზნად ისახავს ისეთი ტიპის “რენოვაციას”, რომელიც დავუშვათ საწარმოს პროდუქციას ევრო სტანდარტებზე გაიყვანს, მაგალითად დანერგავს კონკრეტულ DCFTA რეკომენდაციას საწარმოში, რომ მას შეეძლოს “იმ” სტანდარტის პროდუციის წარმოება;
  1. თუ სესხს მიიღებ ან 1) ნებადართული აპარატურის საყიდლად, ან 2) 300,000 ევრომდე გადაიარაღებისათვის ან 3) 3 მილიონ ევრომდე გადაიარაღებისათვის და თუ სტანდარტებამდე გახვალ, მიიღებ ძირი თანხის 15% ქეშბექს. სესხზე არის პროცენტი 10-12 [გააჩნია თემას];
  1. ეს სესხები მიმართულია მხოლოდ გაფართოვებაზე, სტანდარტების გაუმჯობესებაზე, ანუ სტარტაპებისთვის არაა;

საინტერესო საბანკო პროდუქტია ნამდვილად, და საჭირო.

თუმცა,

შეკითხვა დავსვი: თუ ანგარიშობთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ამ პროგრამის ეფექტს მეთქი … ამ შეკითხვას ვერცერთმა იქ მყოფმა პირმა კონკრეტული პასუხი არ გასცა … სამწუხაროდ … იმედი მქონდა საერთაშორისო პროექტებში მაინც ექნებოდათ შეფასება, მაგრამ ამაოდ.

დამატებითი ინფორმაციისათვის: http://www.eu4business-ebrdcreditline.com/