ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ინდოეთმა საქართველოდან შეტანილი ამონიუნის ნიტრატის ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო

აი ეს სტატია გუშინ დაიწერა

ინდოეთმა საქართველოდან შეტანილი ამონიუნის ნიტრატის ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო. ოღონდ ეს მარტო საქართველოს არ ეხება.

ინდოეთი იწყებს მოკვლევას, რათა გამოავლინოს შედიოდა თუ არა ინდოეთში რუსეთიდან, ინდონეზიიდან, საქართველოდან და ირანიდან იმპორტით ამონიუმის ნიტრატი დემპინგურ ფასებში 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 მარტამდე. საქართველოზე მეტი არაფერია ნახსენები, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსთავის აზოტის მიერ წარმოებული ამონიუმის ნიტრატის შესახებ უნდა იყოს საუბარი.

ჯერ უცნობია ან რა დრო დასჭირდება ამ შესწავლას, ან რა იქნება შესწავლის შემდეგ, მაგრამ ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც ინდოეთში აშკარად აქვთ, საქართველოშიც საჭიროა.

 

გაბედავს კი „პატარა“ საქართველო „დიდი“ ძმების წინააღმდეს ამ თემის დაძვრას?

რომც დაძრა, აამოქმედებს კი ჩვენი რომელიმე ხელისუფლება?

თუ როცა უნდათ მაშინ წაგვლეკავენ?