ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ არის „საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასიციაციის შექმნა მნიშვნელოვანი?

ძალიანაც ნუ გიხარიათ, რომ ჩინეთის შემდეგ მეორე ქვეყანა ვართ ერთ სულ მოსახლეზე ბიტკოინის წარმოებით. ის თუ იცით, რომ ევროპაშიც კი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კუთხით 48 ქვეყანაში ათეულშიც არ ვართ? იცით ციბრუტივით მბრუნავ მსოფლიოში ამ კუთხით „სად“ ვართ? ჩამორჩენა სერიოზული გვაქვს და უფსკრული ღრმავდება. უნდა მოვიქოქოთ!

მოკლედ,
ამოსაქაჩი გვაქვს სერიოზულად ეს მიმართულება.
ვიცი, ვიცი, რომ მთლად გასაგები არ არის ეს თემა ყველასთვის, მაგრამ ცოტა დროც და …

ამ დღეებში ჩამოყალიბდა „საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია“. მას 50-მდე დამფუძნებელი კერძო და იურიდიული პირი ჰყავს. ასოციაცია 1 ივნისს დარეგისტრირდა, 12 ივნისს კი პრეზენტაცია შედგა. მოძრაობა KAR.GE მათ შორის არაა, თუმცა ჩვენ კარგად ვხვდებით ამ თემის გრავიტაციას და მხარს ვუჭერთ (რბილად რომ ვთქვათ) ბლოკჩეინ ტექბოლოგიების საქართველოში დანერგვას (და არა მარტო). ანუ, სადაც კარგი თემაა, იქა ვართ ჩვენც.

„სცეა“-ს (DEAG) მკვეთრად განსაზღვრული მიზნები და ამოცანები აქვს, რაც ციფრული ბიზნესკულტურის განვითარებას, ბიზნესგარემოს სტიმულირებასა და მხარდაჭერას; საინვესტიციო პლატფორმის მომზადებას, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სისტემების ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას და ამ მიზნით, სახელმწიფო ან/და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობას, ციფრული აქტივებისა და ციფრული ელექტრონული ვალუტების გადახდის საშუალებად დანერგვას, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და სხვა ინოვაციური პროექტების წარდგენას გულისხმობს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სცეა“-ს Facebook გვერდს.

 

PS

ყველა, ვინც საქართველოში კრიპტოვალუტას აწარმოებს (mining-ს ვგულისხმობ), არის მწარმოებელი, რომელის საექსპორტო ნაწარმს აწარმოებს. მოძრაობა KAR.GE კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას კრიპტო ინდუსტრიაში ჩართული ყველა მოთამაშის მიმართ. ჯერ სადაა …