ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #4 – დამბალხაჭო სანათას სახლისაგან – ეს სასწაული უნდა გასინჯოთ!

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს …

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია აგორდა …

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

 

დღეს მეოთხე დღეა …

ეს პროდუქტი გუშინ ვიყიდე რედისონში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე. 200 გრამამდე იქნება და 10 ლარი ღირს.

 

დამბალხაჭო

დამბალხაჭო თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, მაშინ თითოეულ ჩემს სიტყვას ნულის ფასი ექნება თქვენთვის. გასინჯული თუ გაქვთ, მით უმეტეს არაა საჭირო ახსნა განმარტებები. ასე რომ მოვკეტავ 🙂 იყიდეთ, გასინჯეთ და … ოღონდ გასინჯეთ წითელ ღვინოსთან ერთად 🙂

 

სანათას სახლი

ოოო, ეს კომპანია პირველია ვინც მე ვიცი, რომელმაც დამბალხაჭო დაბრენდა და შესანიშნავი შეფუთვით გამოიტანა ბაზარზე. ყველაფერი იმდენად კარგადაა გაკეთებული, რომ სამხრეთ კორეაში საერთაშორისოი ექსპოზეც კი გვქონდა სანათას სახლის დამბალხაჭო წაღებული.

 

ყიდვა მოგინდათ?

მარიამ ხუცურაული – 593 90 39 40

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.