ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

„ჩირი ქენდი“-ს ტყლაპების ასორტი! უმშვენიერესი და უგემრიელესი! დღე 23

გადასარევი ფესტივალი შედგა 22-23 დეკემბერს ქარვასლაში

ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში საკვები და არასაკვები ნაწარმი  გამორჩეულმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა წარმოადგინეს: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი “სიღნაღი”, მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ქართული ზეთი “ქარვა”, ქართული ყავა “ჩერი”, ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”, ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი, ტყიბულის ჩაი. ორგანიზატორები ვიყავით მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა. მომხმარებლებს შეეძლოთ როგორც დათვალიერება ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. იყო დეგუსტაციები, იქნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.

სხვადასხვა უამრავ ნაწარმს შორის, რომელიც ჩემმა ოჯახმა იყიდა (სრულად ივყავით წარმოდგენილები) იყო კომპანია ჩირიქენდის მიერ წარმოებული აი ეს უმშვენიერესი და უგემრიელესი ტყლაპების ჩირი და ჩურჩხელა. ეს ისეთი ნაწარმია, ამ წინასაახალწლოდ რომ ხელს დაიმშვენებ და სიამაყით აჩუქებ მასპინძელს 🙂

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: https://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.