ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

FB პროფილზე დასაყენებელი პიქტოგრამა – “მე ვყიდულობ ქართულს“: 4MEDIA.GE-ს მხარდაჭერა

უღრმესი მადლობა 4MEDIA.GE-ს ქართული საქმის და კონკრეტულად კი 30 დღიანი გამოწვევის მხარდაჭერისათვის. FB პროფილზე მსგავსი პიქტოგრამის დასმა დამატებით ხიბლს აძლევს გამოწვევას და მეტ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს იამაყონ ქართული საქმისადმი თავისი დამოკიდებულებით.

პიქტოგრამის დაყენებისათვის:

  1. ეწვიეთ ამ ბმულს;
  2. გახსნილ სურაზე არის ღილაკი Try it, დააწკაპუნეთ მას;
  3. იქ კი ადვილად მიხვდებით სად დააწკაპუნოთ 🙂

ავკრიფოთ ტემპები!

ნუ ელოდებით სანამ გამოგიწვევენ … ვყიდულობთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერ ქართულ ბრენდირებულ ნაწარმს, ტელეფონით ვიღებთ ორიგინალურ ვიდეოს რომელშიც ვიწვევთ 3 Facebook მეგობარს, ვიდეოს ვტვირთავთ საკუთარ Facebook პროფილზე და ვთაგავთ გამოწვეულ მეგობრებს. მათ აქვთ 24 საათი იგივეს გასაკეთებლად. გაზიარებისას ვიყენებთ ჰეშტეგებს – #30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს და #ძალაერთობაშია. ნახეთ ჩემს მიერ გაკეთებული პირველი ვიდეო აქ.