მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > CCBG- ბოლნისი 2015, შპს

CCBG- ბოლნისი 2015, შპს

კომპანიის დასახელება: CCBG – ბოლნისი 2015, შპს
მისამართი: ბოლნისი, ჭავჭავაძის 97.
ვებსაიტი: –
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/ძმების-მარანირქაწითელი-ქვევრიქარვისფერი-131801407229317/
საკონტაქტო პირი: გიორგი ჭყონია
ტელეფონი: 593 20 74 79
ელ.ფოსტა: giorgitchkonia69@gmail.com

შპს “CCBG – ბოლნისი 2015” მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ქ. ბოლნისში. აქ ვაზი ფერდობზეა გაშენებული ზღვის დონიდან 570 მეტრზე და მზეც გარკვეული კუთხით ხვდება. ეს ფაქტორები ადგილზე ისეთ უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის, რომელიც მიწის მახასიათებლებთან ერთად განსხვავებული გემოვნების და შაქრიანობის რქაწითელის მოყვანას განაპირობებს. ბოლნისის რქაწითელის მსგავსი რქაწითელი არსად მთელს კახეთში არ მოიპოვება. კომპანია ოპერირებს ბრენდით – ძმების მარანი. მთავარი პროდუქტი – ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი.

ყურძენი ძმების საკუთარ ვენახშია მოწეული. ღვინო რქაწითელი მზადდება ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში. მაცერაციის პერიოდი 6 თვეა. 2015 წლის მოსავალი წარმოებულია 1000 ბოთლი 0,75 ლ. ღვინო არის გაუფილტრავი და 7-13 აპრილის პერიოდში ჩამოისხა ბოთლებში. ღვინოს გააჩნია ღია ჩალისფერი გამჭვირვალე სხივი, იგრძნობა გარგარისა და ვაშლის ჩირის ტონები, ხალისიანი და ჰარმონიულია. მზადდება გლეხურად და რახან გაუფილტრავია, მას შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი ნალექი.

კომპანიამ ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი ბოთლში პირველად 2016 წლის გაზაფხულზე ჩამოასხა და უკვე ორ ფესტივალზე მისცა ღვინის მოყვარულებს მისი დაგემოვნების საშუალება. ახალი ღვინის ფესტივალზე 2016 წლის 14 მაისს ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა, WineExpo 2016-ზე კი 2016 წლის 3-5 ივნისს ვერცხლის მედალი და 6 უცხოელი ღვინის მაგისტრის აღიარება მოიპოვა. 1 წლის კომპანიისთვის, რომელმაც პირველი ღვინო აწარმოა პირველივე წელს ასეთი აღიარება უკვე მეტად საამაყო ფაქტია.

“ძმების მარანი” ძმების – ბნ. გურამ ავქოფაშვილის და ბნ. გიორგი ჭყონიას შექმნილი ბრენდია, რომელმაც თავიდანვე მიზნად დაისხა სწორედ ბოლნისის რაიონის პოპულარიზება ღვინის სამყაროში. ძმებს მყარად ჰქონდათ გადაწყვეტილი ამ უნიკალობის წარმოჩენა, რაც პირველივე წელს უკვე წარმატებით მოახერხეს. 2016 წლიდან კი გეგმაშია საფერავისა და თავკვერის ჩამოსხმა საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან.

კომპანია ბოლნისში ფლობს მარანს, სადაც ტურისტები ხშირი სტუმრები არიან. მათ ადგილზე შეუძლიათ ქვევრის ღვინის ისტორიის გაცნობა და დაგემოვნება.

კომპანიას მყარად აქვს აღებული ბიო ღვინის წარმოების მიმართულების, რის გამოც ვენახს განსაკუთრებული რუდუნებით უფრთხილდებიან. ბიო ღვინის სტატუსის მოპოვებას 3 წელი სჭირდება და პროცესი უკვე დაწყებულია. ვენახი იწამლება მხოლოდ ბორდოს ხსნარით და ბუნებრივი პრეპარატებით. არ გამოიყენება სისტემური შხამები და არცერთი ისეთი პრეპარატი, რომელიც მიწაში ჰერბიციტების რაოდენობას გაზრდის. სწორედ ამის გამო ვენახი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

იყიდება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი:
ღვინის მაღაზია ვინომანია, კ. აფხაზის 5/7
ღვინის მაღაზია #1, ჯ. აფხაზის 45
ღვინის ოთახი, ჭოველიძის 39

ბათუმი:
ღვინის ოთახი, ზ. გამსახურდიას 9
ვინომანია, დუმბაძის 7