ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

KAR.GE

დღე #3 შეჯამება: კორეის რესპუბლიკა, ჯონჯუ, IFFE 2016

რა გვაინტერესებს ჩვენ ყველას? პირველ რიგში ქართული ნაწარმის ექსპორტი … რა სჭირდება ამას? ძალიან ბევრი რამ … კავშირები, ურთიერთობები, პროდუციის წარდგენა, პროდუქცისი დახვეწა, სწავლა და განვითარება ამ პროცესში … ერთი სიტყვით მუხლჩაუხრელი შრომა … რას ვაკეთებთ IFFE 2016-ზე? 1. ქართული ნაწარმის ღირსეული წარდგენა ხდება; 2. მუდმივად გვაქვს დეგუსტაციები; 3. ხალხს ვატნევთ ნიმუშებს; მოკლე, მესამე დღე შედგა! და აი 3 ძირითადი …

განაგრძე კითხვა »

დღე #2 შეჯამება: კორეის რესპუბლიკა, ჯონჯუ, IFFE 2016

IFFE 2016-ის პირველი დღე ხომ იყო შოკი? არანაკლები იყო მეორე დღეც … და ეს დღე დასამახსოვრებელი იყო შემდეგი მომენტების გამო: 1. 21-ში საერთო ფერხულს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ. ბატონები ირაკლი ნაჭყებია და ზაალ ჭკუასელი ბორჯომით, ნაბეღლავით და მუკუზანით ხელდამშვენებულები ჩამოვიდნენ სეულიდან და ჩვენთან ერთად იდგნენ ავანგარდში ქართული პროდუციის მხარდასაჭერად. აი აქ გვქონდა ნამდვილი გუნდური მუშაობა, რაც ქვემოთ ვიდეოშიც …

განაგრძე კითხვა »

დღე #1 შეჯამება: ეს იყო სრული შოკი!!!

20 ოქტომბრის თითქმის ღამის 2 საათი ხდება ამ სტატიის წერის პროცესში ჯონჯუში, კორეაში … თბილისში ამ დროს საღამოს 9 საათს უკაკუნებს … მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი დღეღამის განმავლობაში მხოლოდ 1 საათი მეძინა და დატვირთული დღის შემდეგ რასაც ჰქვია მკვდარი ვარ, მაინც მოციკრიბე ძალები და ამ ტექსტს გიწერთ რომ გითხრათ შემდეგი: IFFE 2016-ის პირველი დღე იყო სრული შოკი!!! ქართული პროდუქციისადმი …

განაგრძე კითხვა »

რომელი ქართული პროდუქცია მიგვაქვს კორეაში IFFE 2016-ზე?

ამ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანის მონდომებაა ჩადებული … და ყველას მინდა მადლობა ვუთხრა … ყველა მწარმოებელს, რომელიც გვენდო და ნიმუში მოგვაწოდა … ყველა ჟურნალისტს, რომელმაც სხვადასხვა დროს მხარი დაგვიჭირა … ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელთაც სხვადასხვა სახის მხარდაჭერა გამოგვიცხადა … ყველა მეგობარს, მხარდამჭერს და კომპანიას, რომელიც დაგვეხმარა დიზაინის გაკეთებიდან დაწყებული პრომო მასალების დამზადებით დამთავრებული … ჩვენს კორეელ პარტნიორს – Tbilisi-OKTA-ს … …

განაგრძე კითხვა »

თხილის მოვლისა და შეწამვლის ინსტრუქცია

წელს თხილის ძალიან ცუდი მოსავალია … მავნებლებმა მოცელეს იგი … ფერმერებმა კი თავისი უცოდინარობით ხელი შეუწყეს ამას … ამ ვიდეოში იხილავთ ინფორმაციას იმ ძირითადი დაავადებების შესახებ რაც მეთხილეებს აწუხებთ. და ასევე იხილავთ იმ ძირითად პრეპარატებს რაც ეფექტურად ამარცხებს ამ დაავადებებს. ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება …

განაგრძე კითხვა »

სასწრაფოდ!!! მწარმოებლებო, შანსი გაქვთ თქვენი პროდუქცია მოხვდეს კორეაში IFFE 2016-ზე

მოგესალმებით ძალიან კარგი ინფორმაციით, თუ აწარმოებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროდუქტს, გაქვთ შანსი თქვენი პროდუქციის ნიმუში მოხვდეს ძალიან მაგარ საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2016.  ესაა პრიორიტეტულ პროდუქტთა სია, რომელიც გვინდა წავიღოთ მცირე ზომით [თითოეული 2 კგ-მდე] და გამოვფინოთ [ასევე მოვაწყობთ დეგუსტაციასაც]: აჯიკა, ცხარე და ძალიან ცხარე; ჩვეულებრივი ან/და შებოლილი სულგუნი ვაკუუმში; ნივრის მწნილი; ჯონჯოლი; დამბალხაჭო; კალტი; გუდის ყველი; რაჭული ლორი; ტენილი …

განაგრძე კითხვა »

Live ეკონომეტრი: პარტიების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამები

ძალიან კარგი განხილვა გვქონდა 4 ოქტომბერს … დიდი მადლობა ქალბატონ ლელა კურდღელაშვილს და ბნ. ბესო ნამჩევაძეს ასეთი საინტერესო საუბრისათვის. აი ეს უნდა ნახოთ! 11 პარტიას აქვს ეკონომიკური პროგრამა [ზოგს სულ რამოდენიმე აბზაცი] და ეს უკვე კარგია. საერთო მიმოხილვა გავაკეთეთ ეკონომეტრში. ვინ რას გვთავაზობს და რა შანსია რომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ 2020 წლამდე რომელიმე წელს?  

განაგრძე კითხვა »

რამდენად შესრულებადია საარჩევნო სუბიექტების პროგრამები? ეკონომიქსი. რადიო იმედი

რამდენად შესრულებადია საარჩევნო სუბიექტების პროგრამები? რა დაპირებები მიიღო ამომჩეველმა? არის თუ არა დაკონკრეტებული თუ როგორ უნდა შეიქმნას ათასობით სამუშაო ადგილი და გაიზარდოს პენსია? როგორ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და ყველა იმ სიკეთეს რასაც წინა საარჩევნოდ უხვად გვპირდებიან? სტუმარი: მოძრაობის kar.ge დამფუძნებელი – ტარიელ ზივზივაძე სტუდიაში. სატელეფონო ჩართვით: გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი – ლაშა ტუღუში. დიდი მადლობა ქალბატონ ირმას და რადიო იმედის …

განაგრძე კითხვა »

სტუმრად რადიო კომერსანტში: პოლიტიკური პარტიების ეკ. პროგრამები

დიდი მადლობა ვახო სანაიას და რადიო კომერსანტის მთელ გუნდს. 19 სექტემბერს 12:00-დან ვიხილავდით პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს და მათ რეალისტურობას. მთავარი განაცხადი: ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლითაც 6 წელიწადში შეგვიძლია საქართველოს ეკონომიკის გაორმაგება. როგორ ფიქრობთ, რას გადაიხდის სახელმწიფო ქართული ეკონომიკის გაორმაგებაში?  

განაგრძე კითხვა »