ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული პროდუქტი, დამზადებულია საქართველოში, ქართულია & kar.ge
ქართული პროდუქტი, დამზადებულია საქართველოში, ქართულია & kar.ge

ქართული და kar.ge საქმე – საქმით კეთდება.

ქართულია & kar.ge-ა!

მეამაყება ქართული საქმის კეთება, მიხარია, რომ შემიძლია მცირედი, მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ეკონომიკის განვითარებაში. მითუმეტეს ეხლა, როცა ყველაზე მეტად უჭირს. სახლში ჯდომა და წუწუნი ან განხილვები და სუფრასთან ყანწით ხელში, გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები ნამდვილად არ გამოასწორებს მდგომარეობას. საჭიროა მოქმედება და თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობეთ ე.ი. სულ ცოტა 1% -ით მაინც გინდათ იგივე საქმის კეთება, რასაც ქვია ქართული საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გახსნიდით სათაურით პოსტს  “ქართული  & kar.ge”. ამიტომ შემოგვიერთდით ან უბრალოდ იყიდეთ ქართული…

ხოდა თავი რომ არ შეგაწყინოთ, უბრალოდ მოგიწოდებთ ყველას, როდესაც საფულეს ხსნით და გადაწყვეტილებას იღებთ ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას, გახსოვდეთ, რომ თქვენი ქართული გადაწყვეტილებით აკეთებთ ნამდვილ ქართულ და kar.ge საქმეს.

პირადად მე ყოველთვის ვცდილობ მაღაზიის დახლებთან მოვიძიო ისეთი პროდუქტი, რომელსაც აწერია “დამზადებულია საქართველოში”, “წარმოებულია საქართველოში” , ქართული პროდუქტი, ვყიდულობ ქართულ ლუდს, ქართულ ლიმონათს ბავშვებისთვის, ქართულ შოკოლადებს, ქართულ ჩაის, ქართულ რძის პროდუქტებს და ყველაფერს რაც შეიძლება იყოს ქართული. ვყიდულობ, მხოლოდ იმიტომ, რომ გავძლიერდეთ და კიდევ იმიტომ რომ ასე უკეთესია.

P.S.

მინდა რომ 30 დღიანი გამოწვევის შემდეგ ჩვენ ბევრნი, ძალიან ბევრნი ვიყოთ!