მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > Carry, ლოჯისტიკური კომპანია

Carry, ლოჯისტიკური კომპანია

ყაზბეგის გამზირი 24გ/242ბ, თბილისი, საქართველო
+995 32 2 42 20 70
info@carry.ge
www.carry.ge

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Carry დაარსდა 2016 წელს. დამფუძნებლების მიზანი იყო, რომ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროში დანერგილიყო ინოვაციები, რაც საქმიანობას გახდიდა უფრო მოქნილს, სწრაფსა და ეფექტურს ბიოროკრატიული საფეხურების გადალახვაში.

თანამშრომლების პროფესიონალიზმმა და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი სწრაფად გამოიღო და Carry-მ უკვე მოიპოვა სანდო და ძლიერი კომპანიის იმიჯი. ქერის უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ბაზრის განვითარებაში. იგი ასევე შესულია მსოფლიო ლოჯისტიკურ სივრცში, კერძოდ, ევროპის წამყვან ქვეყნებში და ასევე ცენტრალურ აზიაში. კომპანიამ განახორციელა ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტი ყაზახეთსა და რუსეთში. საქართველოში, ქერი წარმატებით თანამშრომლობს ისეთ ლიდერ კომპანიებთან, როგორებიცაა თეგეტა მოტორსი, ნაბეღლავი, ამბოლი და ა.შ.

ბრენდული დასახელება Carry შემდეგი მოსაზრებით შეირჩა: კომპანიის სურვილია მწარმოებლებმა აკეთონ თავისი საქმე ტრანსპორტირების პრობლემები კი მიანდონ ლოგისტიკურ კომპანიას. “განაგრძეთ (Carry on) თქვენი წარმატებული საქმიანობა ჩვენი მხარდაჭერით” – კომპანიის მთავარი გზავნილია.

Carry-ს მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს თითოეული ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება. ეს ყველაფერი კი ქართულ ბაზარზე საუკეთესო ტარიფით და მომსახურების უმაღლესი დონით. მომსახურების უმაღლესი დონე გულისხმობს თითოეულ პარტნიორ კომპანიასთან ინდივიდუალურ მიდგომასა და პროფესიონალურ კონსულტაციას. სანდო და ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობის წარმოება პრიორიტეტია ჩვენი კომპანიისთვის.

Carry-ი მიზანია ხელი შეუწყოს სტარტაპებსა და ახალ კომპანიებს, რომ ექსპორტზე გაიტანონ თავიანთი პროდუქცია და აითვისონ საერთაშორისო ბაზარი.

ლოგისტიკური კომპანია Carry გთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
• ნაკრები ტვირთების გადაზიდვა;
• მთლიანი ტვირთების გადაზიდვა;
• საჰაერო გადაზიდვები;
• საზღვაო გადაზიდვები;
• სარკინიგზო გადაზიდვები;
• მალფუჭებადი ტვირთების ტრანსპორტირება;
• შიდა გადაზიდვები;
• საბროკერო მომსახურება;
• დაზღვევა;