ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Buy Local Cookout მერილენდში, აშშ

ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის პოპულარიზების იდეების მსოფლიო მასშტაბით ძიებაში ერთ მეტად საინტერესო იდეას აქ გადავაწყდი და მინდა გაგიზიაროთ.

როგორც აღმოჩნდა აშშ-ში, მერილენდის შტატში, გამოაცხადეს კონკურსი, რომლის ფარგლებშიც რესტორნის შეფებმა უნდა წარადგინონ ორიგინალური საკვების რეცეპტები, რომლებიც ადგილობრივ ფერმერულ პროდუქციას იყენებენ [ერთს მაინც]. თან ეს ისეთი საკვები უნდა იყოს, რომელსაც ჩვეულებრივ ოჯახშიც კი ადვილად მოამზადებენ[ო]. ღონისძიებას ჰქვია Buy Local Cookout, რომელიც მთავარობის სახლში 21 ივლისს არის დაგეგმილი. თავად ეს Buy Local Cookout ტარდება ადგილობრივის ყიდვის 1 კვირიანი გამოწვევის ფარგლებში – Buy Local Challenge Week [და ამ დროს გამახსენდა ჩვენი ბოლო 30 დღიანი გამოწვევა]. დანარჩენი დეტალებია და თავად გაეცანით აქ.

შეიძლება მითხრათ, რომ აქ ახალი არაფერია. მართლაც, ჭამა ჩვენშიც თემაა! კულინარული კონკურსი ბევრი ტარდება, კულინარული გადაცემებიც ბევრია, კულინარია საკმაოდ დაწინაურდა როგორც პროფესია, მაგრამ მაინც არის, და აი რა:

  1. შეიძლება გამოჩნდეს რესტორანი, რომელსაც უნდა ჯანსაღი საკვების მენიუ შექმნა. ხომ შეიძლება გააკეთოს ანალოგიური კონკურსი და მის შედეგებზე აკინძოს მენიუ, იმავდროულად კი ფერმერული პროდუქცია წარმოაჩინოს?
  2. კიდევ უფრო მეტიც, ხომ შეიძლება ამაზე კამპანია ააგოს და მუდმივ რეჟიმში ამუშავოს? ჯანსაღი კვების რამდენი ობიექტი თანამშრომლობს ფერმერებთან ისე, რომ წარმოაჩენდეს ამ თემას?
  3. თუ ასეთი რესტორანი გამოჩნდება, ხომ შეიძლება kar.ge-ს დაუმეგობრდეს და უფრო დიდ ღონისძიებაში ჩაერთოს ასეთი ტიპის კონკურსით?

ჩქეფს მოკლედ იდეები, ჩქეფს …

საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც 🙂