ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
BEL FOOD -ის ხრამუნა პოპკორნი

BEL FOOD -ის ხრამუნა პოპკორნი – გაახარეთ ბავშვები :)

შუა ზაფხულია … პერიოდი, როცა თბილისში ბავშვები პრაქტიკულად აღარ არიან. რა უნდა ქალაქში ამ სიცხეში? როგორც ჩემი ბავშვები, ასევე სხვებიც ალბათ ან ზღვაზე, ან სოფელში ან სადმე სხვაგან ისვენებენ.

სწორედ ამიტომ BEL FOOD-ის ხრამუნა პოპკორნისთვის, რომელიც სულ უფრო მეტი მარკეტის დახლზე მხვდება, თბილისში გაყიდვებისათვის ზაფხული იდეალური პერიოდი არ არის, მაგრამ თუ თავისი პროდუქტი აჭარის რეგიონში შეაქვთ, აი მაშინ კი გაიხარებენ მწარმოებლებიც და ბავშვებიც.

BEL FOOD -ის რამოდენიმე პროდუქტი მაქვს უკვე ნაყიდი, გასინჯული და kar.ge-ზე გაშუქებული. ხრამუნა სიურპრიზი, ხრამუნა, სიმინდის ბურბუშელა და დღეს კიდევ ერთ ახალ პროდუქტია თქვენს წინაშე – ხრამუნა პოპკორნი.

რატომ BEL FOOD-ის ხრამუნა პოპკორნი და არა სხვა?

1) 100% ნატურალური პროდუქტი [ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით];

2) 45 გრამამდე წონა;

3) 50 თეთრი;

4) სახალისო შეფუთვა, რომელიც ბავშვს ძალიან ხიბლავს;

5) ქართული წარმოება;

ამ 5 ფაქტორი ბუკეტი ვფიქრობ ღირს იმად, რომ ქუჩაში მოხალული პოპკორნის მაგივრად ნორმალურად წარმოებული ვარიანტი ვიყიდო.

 

თქვენ კი პატივცემულებო, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრით გაგვიზიარეთ 🙂