მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბეიქ ჰაუსი

ბეიქ ჰაუსი

კახეთის გზატკეცილი 217ა, ლუდის ქარხანა „კასტელის“ ტერიტორია, თბილისი 0198, საქართველო
+ 995 32 214 77 30, +995 599 57 83 09
info@bakehouse.ge
http://bakehouse.ge

შპს „ემსიბი ჯორჯია“ ფუნქციონირებს 1999 წლიდან და მისი მიზანია მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით მომარაგება მთელს ამიერკავკასიის რეგიონში. გარდა ამისა კომპანია 500-ზე მეტ საცალო ობიექტში ყიდის თავისი წარმოების პურფუნთუშეულს ბრენდით – BakeHouse.

BakeHouse ქართული ბრენდია. რებრენდინგი 2016 წლის დასაწყისში განხორციელდა და ეს კომპანიის მიერ ბაზარზე ახალი სახეობის პროდუქციის შემოტანას უკავშირდება.

სწრაფი, რჩეული, გამოცდილი – «BakeHouse» მუშაობს, რომ იყოს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და კომფორტის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ მთელს ენერგიას, ცოდნასა და შეძენილ გამოცდილებას. მრავალფეროვან, სანდო და ხარისხიან პროდუქციას ვთავაზობთ ყველას, ვისაც მოსწონს თანამედროვე ცხოვრების სტილი და იცის რა სურს.