მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > სასოფლო-სამეურნეო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

სასოფლო-სამეურნეო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

სასოფლო-სამეურნეო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა ვრცელი თემაა. მასზე საუბრისას შემიძლია შევეხო მიწის საკუთრების თემას, HASSP და სხვა სერტიფიცირების თემებს, სფეროში მიმდინარე ტენდენციების შესწავლის მნიშვნელობას, ადგილმდებარეობის და შიდა ბაზრის შესწავლას იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ცალსახა ლიდერი შეცდომების ნაწილში, რასაც ბევრი უშვებს ამ დროს (და ეს ადვილად იკვეთება ტელეფონზე 5 წუთიანი საუბრის შედეგადაც) არის შემდეგი: მიდებ-მოდება!

ანუ, მირეკავს ადამიანი და მეუბნება, რომ უნდა თან ქათმის ფერმის გაკეთება, თან სასტუმროსი, თან რესტორნის, თან იქვე სათბურის, თან ჩურჩხელაც უნდა აკეთოს, თან მარანიც უნდა, თან ღვინის ჩამოსხმაც უნდა, და თან ტურისტული მარშრუტების უნდა ჰქონდეს და ხალხი ასეირნოს, თან კიდევ საქონელიც უნდა ჰყავდეს … მოკლედ ყველაფერი უნდა და ყველაფერი ერთად თან … მაგრამ ზუსტად არ იცის რა უნდა.

ამ დროს ყოველთვის ვთავაზობ ხოლმე ჩამოყალიბდეს თუ რა უნდა იყოს ლოკომოტივი თემა და მასზე გააკეთოს გათვლა პირველ რიგში! სოფლის მეურნეობა ძალიან დიდი დარგია. მეცხოველეობიდან დაწყებული მოცვის პლანტაციის გაშენებით დამთავრებული თითოეულ სფეროს თავისი ნიუანსები აქვს და ძალიანაც რომ არ გინდოდეს, მიდებ-მოდებას შედეგად მოჰყვება მხოლოდ ერთი: ფიასკო! სასოფლო-სამეურნეო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა კი გეხმარება თავიდან აიცილო ეს ფიასკო!

გამოსავალი? კონცენტრაცია & დისციპლინა!

კონცენტრაცია საჭიროა იმისათვის რომ აარჩიოთ ერთი “ლოკომოტივი” და ის განავითაროთ! საჭიროა წამყვანი თემა, ძირითადი თემა, რომელიც იქნება თქვენი შემოსავლის და განვითარების ძირითადი გარანტი. დისციპლინა კი საჭიროა იმისათვის, რომ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ! სხვა დანარჩენი კი “შემოულაგეთ” იმ ერთს ისე, როგორც საქმე მოითხოვს!

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"