მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში, შპს

AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში, შპს

გრანელის 2, რუსთავი, საქართველო
+995 32 212 00 44
contact@agmicroelectronics.com
http://agmicroelectronics.com

შპს AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში მდებარეობს რუსთავში. ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად.

დასაწყისიდანვე დაიგეგმა თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან: Juki, Marantz, Akila, I print, UKCMT, Deps, Lentinert blobal lab llp, როგორც ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე წარმოებისათვის საჭირო მასალებისა და მიკროელემენტების მოწოდების საქმეში. კომპანია აწარმოებს LED ტელევიზორებს, LED ნათურებს, TV ბოქსებს, ციფრულ მიმღებებს და სხვა მრავალი სახის მაღალტექნოლოგიურ ელექტრონულ ხელსაწყოებს და მოწყობილობებს.

კომპანია ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მუდმივი მხარდამჭერია. კომპანიას აქვს მიზანი იყოს ლიდერი რეგიონში აღნიშნულ ბაზარზე. მიკროელექტრონიკის განვითარება მოითხოვს მუდმივ სრულყოფას, ახალ ტექნოლოგიებს და დამატებით ინვესტიციებს.

მოწვეულ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად (ჩინეთიდან, უკრაინადან, რუსეთიდან, მოლდოვადან) მიმდინარეობს თბილისის „ილიაუნი“-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გადამზადება, მიკროელექტრონული წარმოების სფეროში მათი ცოდნის ამაღლებისა და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...