ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

6-8 ოქტომბერი, 2017: ქართული VR თამაშების წარმატება Poznan Game Arena-ზე

2017 წლის 6-8 ოქტომბერს გამართული PGA – Poznan Game Arena (ყველაზე დიდი თამაშებზე ორიენტირებული გამოფენა ევროპაში) ერთი ფაქტით იყო განსაკუთრებული ქართველებისათვის. პოლონეთის საელჩოს და პოლონელი კოლეგების დახმარებით წელს საქართველოს სტენდის ორგანიზება მოხერხდა, სადაც გამოფენილი იყო StormBringer Studios-ს VR და Mobile თამაშები. კერძოდ კი VRzGame და PixelFury3D.

StormBringer Studios წარმომადგენლები შეხვდნენ პოლონეთის გეიმდევის წარმომადგენლებს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინიტრს და ვიცე პრეზიდენტს, სადაც ისაუბრეს თუ რა ერთობლივი ღონისძიებები შეიძლება გავაკეთოთ საქართველოს თამაშების წარმოების ინდუსტრიის განვითარებისთვის და პოლონური გამოცდილების გადმოღების შესახებ.

ასევე შედგა მიღება საქართველოს საელჩოში პოლონეთში, საქართველოს ელჩთან – ბნ. ილია დარჩიაშვილს. ცხადია შედგა საუბარი თუ როგორ შეიძლება საელჩო და სახელმწიფო ჩაერთოს ორი ქვეყნის თამაშების ინდუსტრიის დაახლოებაზე. ქართული თამაშების კომერციალიზაციის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთ ღონისძიებებში სტუდიების მონაწილეობას, რაშიც სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია.

დანარჩენი ფოტოებში …