ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა

ბიზნეს გეგმის დაწერა • 577 737 964

ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და დაწერა თვითონ თუ არ შეგიძლია, მაშინ მოგიწევს ამ საქმეში გადახდა. მაგრამ როგორ გაიგო რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?

შეიძლება ახლობელი მოძებნო და „ჯიგრულ პონტში“ დაგიწეროს ბიზნეს გეგმა. აქ დიდი შანსია, რომ უხარისხო პროექტი მიიღო. ბევრი შემხვედრია ასეთი …

თუ ბიზნეს გეგმის დაწერას არაკვალიფიციურ პირს შეუკვეთ, ამ შემთხვევაშიც უხარისხო ნამუშევარს მიიღებ. ასეთიც ბევრი შემხვედრია …




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

უხარისხო ბიზნეს გეგმა ნიშნავს იმას, რომ შენი გენიალური იდეა ჩანასახშივე ჩაკვდება!

ერთადერთი ჭკვიანური გზა ამ დროს არის ბიზნეს გეგმის დაწერა შეუკვეთო კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელმაც იცის თავისი საქმე.

თან შეუკვეთო ისე, რომ პროცესში თვითონაც ისწავლო რაც შეიძლება მეტი.

ხშირად ეს იაფი არაა, მაგრამ თუ გინდა შედეგი, მოგიწევს გადახდა!

მოკლედ, შენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ დიდწილად განაპირობებს თუ რას მიიღებ ბოლოში … ფურცლების უბრალო გროვას, თუ რეალურად ხარისხიან დოკუმენტს, რომელიც დაგანახებს ფულს როგორც შენ, ასევე ინვესტორს და გაკაფავს გზას წარმატებისკენ.

რომ დავფიქრდი ამ თემის წარმოდგენა ისევ და ისევ პრაქტიკულ მაგალითზე ჯობია, საკუთარ მაგალითზე.

თან გაგიზიარებთ შეფასების ჩემეულ მეთოდიკას.

პარალელურად კი აგიხსნით რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა.

საჭირო დასკვნები თავად გააკეთეთ.

დავიწყოთ

დავუშვათ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე.

ან მომივიდა PM Facebook-ზე, ან მომივიდა ელ. ფოსტა.

მიკავშირდება ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ბიზნეს გეგმის დაწერა.

პირველი, რასაც ვცდილობ არის გავარკვიო რა არის თემა: ფერმა უნდა, სამშენებლო პროექტია, საწარმოა თუ რა არის ის, რისი ბიზნეს გეგმაც უნდა.

ვცდილობ დეტალებში გავერკვე, ღრმა დეტალებში, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ტელეფონში, 10 წუთიან საუბარში.

ანუ, ყველა შემთხვევაში პირველი საუბარი ხდება ტელეფონში.

მეორე საკითხია რომელი პროექტისთვის (ბანკისთვის და ა.შ.) სჭირდება ბიზნეს გეგმა.

თითოეულს თავისი მოთხოვნა აქვს და თუ განაცხადის ფორმა არ ვნახე, მის გარეშე საქმეზე დასახარჯი შრომის მოცულობას ზუსტად ვერ შევაფასებ.

რატომ ტელეფონში?

იმიტომ, რომ პირველი კონტაქტისთვის ტელეფონი სრულიად საკმარისია.

არცერთ შემთხვევაში არ შევხვდები მხოლოდ პირველი საუბრისთვის. 2020 წლიდან კი არც არავის ვხვდები საერთოდ. მხოლოდ დისტანციურად ვმუშაობ.

ჩემთვის პირველი კონტაქტი აუცილებლად არის სატელეფონი საუბარი.

რატომ მაინტერესებს ეს ყველაფერი?

იმიტომ, რომ მე მინდა გავიაზრო სიტუაცია. მინდა გავიგო იმდენი, რამდენიც საკმარისია რომ შევაფასო დასახარჯი შრომა.

და მას შემდეგ რაც ეს მოხდება მე უკვე შემიძლია დროის და ფასის თქმა.

დრო იწყება 3 დღიდან … თუ რა თქმა უნდა დამკვეთმა რამე არ დამიგვიანა.

ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და არც თუ ისე ცოტა ფასი

თუ მცირე პროექტია (აი როგორიც აწარმოე საქართველოს 30,000 ლარამდე მიკროგრანტებია) ფასი 400 ლარია პროექტზე. სულ 3 დღეა საჭირო. ეს იმიტომ, რომ მარტივი შაბლონი აქვს.

თუ პროექტის დაწერა USAID-ისთვისაა საჭირო, ესენი ცოტა ჩახლართული შაბლონური ფორმებითაა გასაკეთებელი და ხანდახან ინგლისურ ენაზე. აქ ფასი 1500 ლარიდან იწყება.

აწარმოეს თანადაფინანსების პროექტებზე ფასი 2,000 ლარია ან მეტი. მაგალითად სასტუმროს ბიზნეს გეგმა, ან წარმოების ბიზნეს გეგმა. ცხადია დრო მეტი სჭირდება, შესაძლოა 2 კვირამდე (ესეც იმიტომ, რომ დამკვეთს დანართების შესაკრებად დრო სჭირდება).

სოფლის განვითარების პროექტებზე, მაგალითად აგრო ბიზნეს გეგმა ან სამაცივრე მეურნეობა ბიზნეს გეგმა, ფასი 3000 ლარიდან იწყება. ეს იმიტომ, რომ მანდ ყველაზე რთული შაბლონი აქვთ, რაც კი საქართველოში მოითხოვება.

თუ GITA-ს თანადაფინანსების პროექტია (ან 150 ათასიანი ან 750 ათასიანი) იქ გადახდა რამდენიმე ეტაპიანი. ფასი კი შეიძლება 8-10,000-მდეც კი ავიდეს.

გეგმის დაწერა რატომ ღირს ეს ფასი?

ესენი საშუალო ფასებია.

მას შემდეგ რაც დამკვეთს ამას ვეტყვი [დროს და ფასს] ტელეფონში, ის დაფიქრდება.

თუ მას საქმე უღირს ამად, ვიმუშავებთ ერთად.

თუ არ უღირს, მეც გადავრჩები, იმიტომ რომ ამაზე ნაკლებად არც მე მიღირს.

იმიტომ რომ ბიზნეს გეგმის დაწერა დიდი ინტელექტუალური შრომაა, რომელსაც ადამიანი, რომელსაც ამ თემაზე არ უმუშავია ვერ ხვდება, ვერ აფასებს.

თუ დათანხმდა მერე რა ხდება?

დავიწყებთ მუშაობას და დავდებთ შედეგს.

რატომ შეიძლება ვთქვა უარი თანამშრომლობაზე?

თუ პირველ საუბარში რაღაც არ მომეწონა, ვეტყვი პირდაპირ თუ როგორი აქვს შანსი.

და მერე თავად გადაწყვიტოს.

თუმცა, ხანდახან არის სიტუაცია, რომ მე არ მომწონს თავად ის, ვინც მირეკავს. თუ თავიდან მინდა მოვიშორო ვეტყვი ისეთ ფასს, რომ თვითონ დამანებებს თავს.

მითქვამს იმიტომ რომ ან 1) იმ პროექტისგან არაფერი გამოვიდოდა, ან 2) დამკვეთს რეალურად ბიზნეს გეგმა არ სჭირდებოდა, და ან 3) დამკვეთი იყო არასაიმედო.

ანუ, როგორ დგინდება ბიზნეს გეგმის ფასი?

1. ვიაზრებ ამოცანას
2. ვაფასებ სამუშაოს მოცულობას
3. ვიაზრებ ვისთან მაქვს საქმე

და ამ დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა ბიუჯეტიანია პროექტი.

მთავარი ნულები არაა, მთავარი თემის სიღრმე და სირთულეა.

რომ შევაჯამოთ:

რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა

ბიზნეს გეგმის დაწერა ეს არის ფრიად ინტელექტუალური მომსახურება და ეს მომსახურება ფული ღირს. მომსახურების შესრულება ითხოვს სათანადო ცოდნა და უნარებს, რომლებიც წლების განმავლობაში „ილესება“;

რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა

ბიზნეს გეგმის დაწერის/შედგენის ფასი იცვლება ერთის მხრივ შემსრულებლის კვალიფიკაციის, დროის და თემის მიხედვით, მეორეს მხრივ კი დამკვეთის მიხედვით. მცირე პროექტებისთვის (საგრანტო) ფასი 400 ლარიდან იწყება და არც თუ ისე იშვიათად 4000 ლარს სცილდება;

რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა

თუ თქვენ ხარისხიანად მომზადებული დოკუმენტი გსურთ, ხოლო თვითონ არ იცით როგორ დაწეროთ ბიზნეს გეგმა, დამირეკეთ 577 73 79 64 ან მომწერეთ Facebook გვერდზე – ბიზნეს გეგმა ან LinkedIn გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა. გარდა იმისა, რომ მაღალი დონის ბიზნეს გეგმას მიიღებთ, თან ისწავლით კიდეც პროცესში;




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: