ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

5 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი USD გადმოირიცხა

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2014 წელს საქართველოში საზღვარგარეთ მყოფი ჩვენებურების მიერ 1.44 მილიარდი USD ჩამოირიცხა. 2015 წელს კი მხოლოდ 1,08 მილიარდი USDნეტა რატომ?

საქართველოს განვითარების ჭაპანს დღეს სამი ვეება ხარი მიათრევს, რომლებიც ერთ უღელში არიან შებმული: 1) ტურიზმი, 2) პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 3) საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენებურების გადმორიცხვები. შარშანდელი მონაცემებით პირველი მოსუქდა, მეორეც, ხოლო აი მესამე კი პირიქით. ამის ძირითადი მიზეზი კი გლობალური ეკონომიკური ფლუქტუაციაა, რამაც [მაგალითად საბერძნეთში] ჩვენებურებს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირა. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ამ რიცხვს რუსეთში მდგომარეობის გაუარესებამ მიაყენა. რუსეთზე საერთო ჩამორიცხვების ოდენობის 40% მოდის და იმიტომ.

გარდა ამ ერთიანი მონაცემისა ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა დეკემბერის მონაცემები, რომელთა თანახმადაც საქართველოში 2015 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილების სახით 101,9 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. თუმცა იმავე ფულადი გზავნილების სახით 17,8 მილიონი აშშ დოლარი გავიდა.

ფულადი ჩამორიცხვებით დეკემბერის ლიდერი ქვეყნები არიან:

  1. რუსეთი – 39,8 % – 40,5 მლნ USD
  2. იტალია – 10,7 % – 10.9 მლნ USD
  3. აშშ – 10 % – 10.1 მლნ USD
  4. საბერძნეთი – 9,5 % – 9.7 მლნ USD
  5. თურქეთი – 5,4 % – 5.5 მლნ USD

ვუყურებ ეხლა ამ რიცხვებს და ვაცნობიერებ რა უმწეოები ვართ, რომ ვერაფერს ვერ ვცვლით ამ სამეულთან დაკავშირებით. თუმცა არის გზა, რომ სერიოზული ზეგავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარებაზე. მინიმუმ კიდევ ერთი ხარია უღელში საჭირო, თორემ ვხოხავთ…

როდის შევაბამთ უღელში ხარს, რომელსაც სახელად საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართული წარმოების პროდუქციის ყიდვა ჰქვია? როდის უნდა დაიწყოს რეალური ზრუნვა დაკარგული შიდა ბაზრების დაბრუნებაზე? ამ საარჩევნო წელს არის ვითომ ამის შანსი?