მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > #4 რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?

#4 რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?

თუ ბიზნეს გეგმის დაწერას არასაკმარისი დრო დაეთმობა იგი იქნება ზედაპირული და ვერ შეასრულებს თავის უმთავრეს ამოცანას. მეტიც, იგი შეცდომაშიც კი შეგიყვანთ. ამას კი დიდი ფულადი დანაკარგების სუნი ასდის …

გაწყობთ ეს?

მცდარი მოსაზრებაა, თითქოს ბიზნეს გეგმის დაწერას რამოდენიმე დღეზე მეტი არ სჭირდება …

ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ გამოუცდელი ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის რა შრომასთანაა დაკავშირებული ბიზნეს გეგმის დაწერა, ან არაპროფესიონალურად ეკიდება საკითხს, ბევრი რამ ადვილია …

ამ სტატიით ჩემი ამოცანაა მკითხველს გავაგებინო, შენ გაგაგებინო, რომ სრულფასოვანი ბიზნეს გეგმის დაწერას რა დრო სჭირდება რეალურად … აქვე შეგახსენებთ, რომ ეს რიგით მე-4 სტატიაა. მანამდე კი იყო სამი:

  1. რა არის ბიზნეს გეგმა?
  2. რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
  3. როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

წაიკითხეთ, გამოგადგებათ …

 

ყოველ ჯერზე როცა ახალ თემასთან მაქვს შეხება პირველ რიგში ვინტერესდები შინაარსით …

ამას სატელეფონო საუბარიც კი ჰყოფნის …

ვინტერესდები ყველა ნიუანსით …

ვცდილობ მოვიპოვო ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დამეხმარება გავარკვიო თუ რა არის თემა, რამდენად ვიცი მე ეს თემა, და რაც მთავარია, ვცდილობ გავიდო დაახლოებით რა დრო და ბიუჯეტი დასჭირდება საქმის შესრულება, ბიზნეს გეგმის დაწერას …

ამ ეტაპს ვეძახი ამოცანის შეფასებას …

როგორც წესი ბიზნეს გეგმის დაწერას, თუ „ყველაფერი წესრიგშია“ 3-4 კვირა სჭირდება …

რა ძირითადი ეტაპებია ამ დროს?

 

1. ამოცანის „მოხარშვა“

4 სამუშაო კვირიდან პირველ ორს მაინც თემის შესწავლას ვუთმობ. მაქვს ჩემი შაბლონი, საკითხების და ყოველ მათგანზე შეკითხვების კრებული, რომელთაც გავდივარ დამკვეთთან და ვპოულობ პასუხებს.

პაზლი აგიწყვიათ?

სანამ აწყობას დაიწყებთ ჯერ ხომ ყველა უნდა ამოატრიალოთ?

ჰოდა ამ მიზანს ემზახურება ეს ორი კვირა …

მე უნდა ბოლომდე გავერკვე ყველა დეტალში …

რომ სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება შევძლო …

ამ დროს კი გამოცდილება ფასდაუდებელია …

გამოცდილება იმისა, რომ ყოველი თემა ბოლომდე გაბურღო …

ამ ფაზის სრულფასოვნად შესრულებას ყველა ვერ ახერხებს …

ცხადია ეს დრო შეიძლება შემოკლდეს თუ თემა კარგად ვიცი …

 

2. ბიზნეს გეგმის დაწერა

როცა უშუალოდ დაწერის ფაზაზე გადავდივარ იმ მომენტში უპასუხო შეკითხვები დარჩენილი არ უნდა მექნეს. ჩემს შემთხვევაში ეს როგორც წესი მესამე კვირაში ხდება …

ამ დროს ყველა საჭირო საკითხზე პასუხი გაცემული მაქვს და უშუალოდ ვწერ …

ოღონდ წერას თავისი წესები აქვს …

ამაზე შემდეგი სტატიებიდან ერთ-ერთში ვისაუბრებ …

აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველა ბიზნეს გეგმა ახლიდან უნდა დაწერო, ყველა პუნქტი. ანუ შაბლონულ ტექსტებს ვერ გამოიყენებ ადამიანი … თუ რა თქმა უნდა პროფესიონალურად ეკიდები საქმეს.

 

3. ბიზნეს გეგმის გაშარაშინება

დაწერილი ბიზნეს გეგმის ფორმაში მოყვანა, რეზიუმეს დაწერა, საჭიროების შემთხვევაში თარგმნა, საინვესტიციო შეთავაზების მომზადება და ა.შ. … ყველაფერი გაშარაშინების ეტაპზე ხდება. ამ დროს სასურველია ბიზნეს გეგმას დამკვეთმაც გადახედოს და საჭირო შეკითხვები დაისვას.

პირდაპირ გეტყვი, რომ ასეთ ფორმაში მყოფ ბიზნეს გეგმას რომ გადახედავ მთელი წყება ახალი იდეებისა გაგიჩნდება, რომელთაც ვერანაირად ვერ შობ თუ ერთიან სურათს ასეთი ფორმით არ ხედავ.

 

რომ შევაჯამოთ,

bpl1ბიზნეს გეგმის დაწერის დრო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იგი შეიძლება 2-4 კვირაშიც მოხდეს;

 

bpl2ქართულ რეალობაში, ჩემს რეალობაში ბიზნეს გეგმის დასაწერად 3-4 კვირა ყოველთვის საკმარისი იყო, თუ დამკვეთმა საჭირო ინფორმაციის მოწოდება არ დამიგვიანა;

 

 

მადლობა რომ წაიკითხე სტატია,

მოგეწონა? მაშ, გააზიარე …

შენს მეგობრებსაც მიეცი შანსი მიიღონ ეს ცოდნა …

  1. თუ გინდა მომავალი სტატიებიც არ გამოგრჩეს, აქვე მარცხნივ დაარეგისტრირე საკუთარი ელ. ფოსტა ყოველკვირეული სიახლეების მისაღებად (y)
  1. თუ შეკითხვა გაგიჩნდა, თან ისეთი, საჯაროდ დასმა რომ არ გამოდის, აქვე მარცხნივ არის პირდაპირ ჩემთვის შეკითხვის მოწერის შესაძლებლობა. 24 საათში ვუპასუხებ ყველა გამოხმაურებას (y)
  1. თუ გსურს რომელიმე საკითხი განსაკუთრებით გავშალოთ [შეიძლება ცალკე სტატიის დაწერაც კი ღირდეს მასზე], მოგვწერეთ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარის სახით (y)

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"