მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > #3 როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

#3 როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმის დაწერა თქვენით გიცდიათ?

დაგაგლიჯათ ხომ ნერვები?

არ არის ხომ ადვილი?

იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ იქნებდა არ იყო თემა „დამწიფებული“ საიმისოდ, რომ დაგეწერათ?

იქნებ ნაადრევად დაიწყეთ დაწერა?

 

ბიზნეს გეგმის გაკეთება ხარჯია …

უდროო დროს ამ ხარჯის გაწევა კი ორმაგად ხარჯია …

მე მომხრე ვარ ბიზნეს გეგმის დაწერის …

მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა „სწორი“ დრო დადგება …

და რახან ბიზნეს გეგმის რაობა და საჭიროება უკვე მიმოვიხილეთ …

დღეს ვისაუბრებთ თუ როდის არის გამართლებული მისი დაწერა …

… ჰო, გავიგე, გავიგე … თეორიული თემებია, მაგრამ არ გადავალ სხვა საკითხებზე, სანამ ამათ ბოლომდე არ ამოვწურავ … გატანჯული ვარ ტელეფონით და მეილებით ამათი ახსნით. ამიერიდან ბმული მექნება და მას გავუგზავნი. მოკლედ, დღევანდელი თემაა – როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

 

სულ თოთო ისტორიაა, გუშინწინდელი …

მირეკავს ბიზნეს გეგმის შედგენით დაინტერესებული ადამიანი …

სტარტაპ საქართველოსთვის უნდა …

იცის, რომ სექტემბერის ბოლოსთვის აპირებენ ახალი რაუნდის გამოცხადებას …

ცნობისათვის …

პირველი რაუნდის ფარგლებში უკვე არსებული მონაცემებით [3 დღის წინ გადავამოწმე] 56 ბიზნეს იდეა [20 მაღალტექნოლოგიური და 36 ინოვაციური] არის დაფინანსებული საერთო თანხით 4,784,403 ლარი …

 

… როგორც წესი პირველივე საუბარში სამიოდ შეკითხვის შემდეგ უკვე ვხვდები სიტუაციას …

ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მას გავლილი არ აქვს ის საჭირო ეტაპები …

მიუხედავად იმისა, რომ იდეა კარგი აქვსს …

მას შანსი არ აქვს მიიპყროს ინვესტორის ინტერესი …

ამ ეტაპზე კი ბიზნეს გეგმის შედგენა და მონაწილეობა უშედეგო იქნება …

 

წლების პრაქტიკის შედეგად ბიზნეს გეგმაზე მუშაობის ჩემი მეთოდი გამომიმუშავდა …

როცა პოტენციური დამკვეთი მიკავშირდება პირველივე კონტაქტისას ვეცნობი ბიზნეს იდეას და ვარკვევ რა სტადიაზეა დამკვეთი. ვცდილობ გავარკვიო არის თუ არა მზად ის თემა საიმისოდ, რომ ბიზნეს გეგმად შეიკინძოს.

სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გამოვყავი 3 ეტაპი, როცა ბიზნეს გეგმის დაწერის საჭიროება რეალურად არ არის. დააკვირდით და თუ რომელიმე ეტაპზე აღმოაჩენთა საკუთარ თავს, გთხოვთ აუცილებლად მიაწერეთ კომენტარში. აქვე გეტყვით, რომ თემა საკამათოა და შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ.

 

1. იდეის შემუშავების ეტაპი

მოძებნეთ მწვავე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ვინმე ფულს გადაიხდის? მოიფიქრეთ პრობლემის გადაჭრის ეფექტური და ეფექტიანი გზა? ჩამოაყალიბეთ თქვენი ბიზნეს იდეა 12 სიტყვაში?

არ დაგიმალავთ და ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ეხლა ერთ-ერთი იდეის შემთხვევაში. რამოდენიმე კვირაა ვიკვლევ თემას, ვერკვევი სპეციფიკაში, ვაკეთებ ზარებს, მივდივარ „საჭირო ადგილებში“, რომ თემა შევამოწმო. ვესაუბრები საჭირო ხალხს.

და რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ბიზნეს გეგმის გაკეთება სრულიად მიუღებელია. ჯერ იდეა არაა დახვეწილი და რა ბიზნეს გეგმაზე შეიძლება საუბარი? რა დათვლებზე და გათვლებზეა საუბარი?

კი ბატონო, შეიძლება პოტენციურად შეაფასო ბაზარი, გათვალო რამდენად მსუქანია ეს ჩიტი [ამის მეთოდიკა არსებობს], მაგრამ ეგაა და ეგა. ამის იქით ვერ მიდიხარ.

ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს დღეებიც, თვეებიც და ხანდახან წლებიც კი …

 

2. MVP შექმნა

ყველაზე რეალური ტესტი საბაზრო ტესტია. შექმენი ნიმუში, შეამოწმე ჭრის თუ არა პრობლემას, შეამოწმე მიიღებს თუ არა მას ბაზარი, აკრიფე საჭირო გუნდი.

MVP – Minimal Viable Product – პრაქტიკულად ეს არის პროტოტიპის შექმნა. ეს არის ნიმუში იმისა, რაც უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი. ესაა მინიმალურად „გამოსადეგი“ პროდუქტი, რომელსაც პროდუქტის სახე ბოლომდე აქვს და მისი აღქმა შესაძლებელია, თუმცა დაუხვეწავია ჯერ კიდევ. მიუხედავად იმისა თქვენი ბიზნეს იდეა მატერიალურს უკავშირდება თუ არამატერიალურს, MVP მაინც საჭიროა. მოდით ამ იდეას ასე „გავაპრავებ“: ეს თანამედროვე მიდგომაა …

ამ ეტაპზე აკეთებ ექსპერიმენტებს, სწავლობ პროცესში, ხვეწავ იდეას, აუმჯობესებ პროტოტიპს …

ჯერ საუბარი ზედმეტია რამე ბიზნეს პერსპექტიულობის მკვეთარად დანახვაზე …

ამ ეტაპზე იმას მაინც თუ ხედავ, რომ ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს [გუმანით გრძნობ] უკვე კმარა …

ეს ეტაპიც შეიძლება გაგრძელდეს დღეებიც, თვეებიც და ხანდახან წლებიც კი …

აი მაგალითად რამოდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი ადამიანთან, რომელიც მეფუტკრეობას განსხვავებული გზით ეწევა. თემა ძალიან საინტერესოდ მეჩვენა, იდეა დახვეწილია, მეტიც, 2 წელია უკვე საცდელი მეურნეობა აქვს და ძალიან წარმატებითაც ახდენს თავისი მეთოდით შედეგების მიღებას. ეს რომ გავლილი არ ჰქონდეს, ეს ეტაპი, არცერთ შემთხვევაში ბიზნეს გეგმის დაწერას აზრი არ ექნებოდა, მაგრამ ვინაიდან საქმე წინა აქვს წაგდებული, ნამდვილად ის დროა, რომ თემა შეფუთოს და სტარტაპ საქართველოში შეაგდოს. ინოვაციური იდეაა და დარწმუნებული ვარ წარმატების დიდი შანსი ექნება.

KAR.GE კატალოგი

აი მაგალითად MVP-ს მაგალითი – KAR.GE კატალოგი …

ეს თემა 2015 წლის ნოემბერში დავაანონსე …

2 თვე იდეის დახვეწას მოვუნდი …

2016 წლის იანვარში დავიწყე …

2016 წლის 29 მარტს გავუშვით 26 კომპანიის ჩანაწერით …

2 თვეში 36 კომპანიამდე მივედით …

ცხადია შემოსავლიანი ინიციატივაა. კომპანია აქ ყოფნაში ფულს იხდის …

მერე ზრდა გავაჩერე და დავიწყე ორენოვანი კატალოგის დაგეგმვა დავიწყე …

ეხლა ეს პროგრამა მუშავდება და მალე გაეშვება …

შემდეგ კი მოვცხებ ზრდას …

ყველაფერი თავში მაქვს …

ჩემებური ბიზნეს გეგმა …

სტანდარტული ბიზნეს გეგმა არ დამიწერია …

დღეს, 20 სექტემბერს KAR.GE კატალოგი ჯერ კიდევ არის MVP …

ხვალ კი ეს იქნება მუშა პროდუქტი, რომელიც მცირე შემოსავალს შემოიტანს …

 

3. გუნდი

რაც არ უნდა კარგი იდეა იყოს, საჭიროა გუნდი, საჭიროა ყველა საჭირო ფუნქციონალური რგოლი – ადამიანები, რომლებიც ამ საქმის პროფესიონალები არიან და რომლებიც ამ საქმეს აიღებენ. თუ გუნდი არ გყავთ, თქვენი იდეის საიმედოობა მცირდება ინვესტორის თვალში.

მას შემდეგ რაც გაქვთ დახვეწილი იდეა, MVP და განვლილი გზა, რომელიც ასაბუთებს თქვენს გამოცდილებას და გყავთ გუნდი, უკვე შეიძლება თქვენი შემოწმებული იდეის რეალურად განხორციელებაზე გააკეთოთ განაცხადი და ინვესტორის მოძიებისათვის ჭიდილში ჩაებათ, ანუ საქმის გაფართოვებაზე ბიზნეს გეგმა გააკეთოთ.

 

რა გამოდის?

ბიზნეს გეგმას პრაქტიკულად წერ გაფართოვებაზე!!!

 

PRE შეჯამება

დააკვირდით სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულებს. როგორ გგონიათ, შიშველი იდეები დაფინანსდა? არაფერი შეგეშალოთ … დაფინანსდა მხოლოდ ის იდეები, რომლებიც იყო ჩამოყალიბებული/გამართული, ჭრიდა კონკრეტულ პრობლემას, შექმნილი ჰქონდათ მუშა MVP და ჰყავდათ გუნდი. ლამაზი თვალებისათვის ფულს არავინ იძლევა!

 

შევაჯამოთ,

bpl1სრულფასოვანი ბიზნეს გეგმის შემუშავება საჭირო დროს უნდა მოხდეს, არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან;

 

bpl2ბიზნეს იდეის დახვეწა პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე MVP-ს შემუშავება იდეის პროტოტიპის მეშვეობით დახვეწის საშუალებას მოგცემთ;

 

bpl3საჭირო გუნდის შეკრების შემდეგ კი თქვენ უკვე გაქვთ რეალური შანსი, რომ ყველაფერი გააერთიანოთ, ბიზნეს გეგმა დაწეროთ და ინვესტორის ყურადღებისათვის იბრძოლოთ;

 

 

მადლობა რომ წაიკითხე სტატია,

მოგეწონა? მაშ, გააზიარე …

შენს მეგობრებსაც მიეცი შანსი მიიღონ ეს ცოდნა …

  1. თუ გინდა მომავალი სტატიებიც არ გამოგრჩეს, აქვე მარცხნივ დაარეგისტრირე საკუთარი ელ. ფოსტა ყოველკვირეული სიახლეების მისაღებად (y)
  1. თუ შეკითხვა გაგიჩნდა, თან ისეთი, საჯაროდ დასმა რომ არ გამოდის, აქვე მარცხნივ არის პირდაპირ ჩემთვის შეკითხვის მოწერის შესაძლებლობა. 24 საათში ვუპასუხებ ყველა გამოხმაურებას (y)
  1. თუ გსურს რომელიმე საკითხი განსაკუთრებით გავშალოთ [შეიძლება ცალკე სტატიის დაწერაც კი ღირდეს მასზე], მოგვწერეთ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარის სახით (y)

 

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"