მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > 27 მარტს მოძრაობა KAR.GE ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაციას ატარებს

27 მარტს მოძრაობა KAR.GE ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაციას ატარებს

2018 წლის 27 მარტს მოძრაობა KAR.GE Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაციას ატარებს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ჰიპერმარკეტი გუდვილი და საქართველოს კულინართა ფედერაცია. ბრმა დეგუსტაციის მიზანია ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა სახის ქართული და უცხოური ბრენდების წვენები / ნექტარები და გამოვავლინოთ გამარჯვებულები.

მსგავსი ღონისძიება მოძრაობა KAR.GE-მ პირველად 2016 წლის 29 ნოემბერს ჩაატარა, როდესავ 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენები 50-მდე მოწვეულმა დეგუსტატორმა [რესტორატორი, ჰოტელიერი, ჟურნალისტი, მეწარმე, დაინტერესებული საზოგადოება] ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე. დეტალური ანგარიში იხილეთ აქ.

ბრმა დეგუსტაციის დროს დეგუსტატორები შეავსებენ შეფასების კითხვარებს, რომელთა ანალიზის მიზნით წინასწარ მზადდება კომპიუტერული პროგრამა. მონაცემების შეყვანა მოხდება ადგილზე, დეგუსტაციის პარალელურად. ა.გ., დეგუსტაციის დასრულებისთანავე შედეგები უკვე შეჯამდება და გამოცხადდება აუდიტორიის წინაშე.

წვენებს აწარმოებთ? დაგვიკავშირდით და ჩავრთოთ თქვენი წვენი / ნექტარიც.

ჟურნალისტი ბრძანდებით? მობრძანდით, ჩაერთეთ დეგუსტატორად და გააშუქეთ შედეგები.

გაინტერესებთ ჩაერთოთ დეგუსტატორად? დაგვიკავშირდით 577 73 79 64 ან info@kar.ge

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"