ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სუპინო

250,000 USD საინვესტიციო შესაძლებლობა ქართულ წარმოებაში – „სუპინო“

გაქვთ ფული?
გსურთ მომგებიანი ინვესტიცია განახორციელოთ საქართველოში?
თუ ასეა …

მოძრაობა KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ქართული კომპანია „ჯეო ფუდი“, რომელიც ინვესტორს ეძებს ბიზნესის გასაფართოვებლად.

შპს „ჯეო ფუდი“ 2015 წელს დაარსდა. პირველი პროდუქციის წარმოება კი 2016 წლის იანვარში დაიწყო. კომპანია ფლობს ბრენდს „სუპინო“. ეს სწრაფად მოსამზადებელი სუპების ბრენდია, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებით საქართველოში იწარმოება. ასორტიმენტში სამი არომატია: ვერმიშელის ბულიონი საქონლის ხორცის არომატით, ვერმიშელის ბულიონი ქათმის ხორცის არომატით, ვერმიშელის ბულიონი სოკოს არომატით. შეფუთვა არის სამი სახის: 60 გრამიანი პაკეტი, 50 გრამიანი პაკეტი და ჭიქა.

მოზიდული ინესტიციით კომპანია გეგმავს საქმიანობის გაფართოვებას, თვითღირებულების შემცირებას და ბაზარზე საკუთარი წილის ზრდას. კომპანია ინვესტორს სთავაზობს 65% წილს 250,000 აშშ დოლარად. ინვესტირებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩაბრუნება ისევ საწარმოში იგეგმება.

თუ ფული გაქვთ და რეალურ საქმეში ჩადების ინტერესიც გაქვს, დამიკავშირდით – 577 73 79 64 და 1) მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას პროექტის მომგებიანობის შესახებ, 2) დაგაკავშირებთ პროექტის განმხორციელებელ ორგანიზაციასთან.