მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > 24 სალათი

24 სალათი

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-მდე ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და 206 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. საწარმოებში მრავალი წელია დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008 და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა ISO 22000:2005.

“24 სალათი” სალათების ქართული ბრენდია.

“24 სალათი” “ნიკორას“ ჰოლდინგში 2015 წელს გაერთიანდა, თუმცა კომპანიას აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბრენდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საწარმო თბილისში მდებარეობს და მისი წარმადობა ყოველთვიურად დაახლოებით 25 ტონაა. ასორტიმენტშია 30 სახეობის სალათა, 15 სახეობის მზა კერძი და 10 სახეობის მწნილი და ხილის სალათა. საწარმო მუდმივი განვითარების რეჟიმში მუშაობს – რეგულარულად ხდება ასორტიმენტის დახვეწა/გაფართოვება.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...