ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

23-24 დეკემბერის ფესტივალის ანონსი ბიზნესკონტაქტში

უღრმესი მადლობა ბნ. სანდრო ვეფხვაძეს და ბიზნესკონტაქტის მთელ გუნდს მხარდაჭერისათვის. სტუდიაში წამყვანთან ერთად ქართულ და კარგ თემაზე ვსაუბრობდით სს ივერიას დირექტორი, ბნ. დავით სილაგავა, შპს „ემსიბი ჯორჯია“-ს დირექტორი, ბნ. სანდრო რატიშვილი და მე, ტარიელ ზივზივაძე.

ერთი სიტყვით,

2016 წლის 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება.

ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში შექმნილ ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში მწარმოებლები პირველ რიგში 2016 წლის მანძილზე მათ მიერ შექმნილ ახალ ნაწარმს წარმოადგენენ, ხოლო დაინტერესებულ მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც დათვალიერება ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. ადგილზე წარმოდგენილი იქნება როგორც საკვები, ისევე არასაკვები პროდუქცია. მაგალითად ქართული ტელევიზორები, ნათურები, ჰიგიენური ნაწარმი და ა.შ. მოეწყობა დეგუსტაციები, გვექნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.