მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ქართული & KAR.GE > იუმორი > 16 შეკითხვა გურულს
შეკითხვა

16 შეკითხვა გურულს

ბლიც ინტერვიუ გურულთან

1. რა ჰქვია ისეთ ადამიანს, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა?
აბდალი

2. რა ჰქვია მოზრდილ ბავშვს?
ყაზირალი

3. რით იკვებება აბრეშუმის ჭია?
ბჟოლათი

4. როგორ იწყევლება გურული ქალი?
შენ გნახე მოტაფული

5. რა ხდება ბრაზილიურ სერიალებში?
კურცხალს აღვარღვარებენ

6. რა ყიყინებს დაგუბულ წყალში?
ყვაჭიჭა

7. როგორ გამოითქმის გურულად ადამიანი ამფიბია?
ადამიანი ყვაჭიჭა

8. როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ხეზე ასვლა უჭირს?
ვუპოჭიკოთ

9. როდის იყიდა გურულმა შარვალ-კოსტუმი?
გუშხამ

10. რა ისმის მომაკვდავის ოთახიდან?
კუთვა

11. როგორ გადავიყვანოთ დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში?
მოზუკუტურებული

12. რას აკეთებს თხა, როცა შია?
პეტელობს

13. რა მოუდის წყალს მინუს 10 გრადუსზე?
როფავს

14. რა ჰქვია უხასიათო ადამიანს?
უზნოური

15. რა ამოდის ბუხრის მილიდან?
ფუტი

16. როგორ ჩამოვარდა ბავშვი ხიდან?
ევიდა ყაზირალი ხეზე, მუუხჩა ბოლი, მოადინა ზღართანი, მორთო პრინჭილი.

🙂 🙂 🙂 🙂 🙂

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"