ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
14 ქართული კომპანია ბერლინში International Green Week-ზე

14 ქართული კომპანია ბერლინში International Green Week-ზე

International Green Week in Berlin
ღონისძიება, რომელიც ტარდება1926 წლიდან, წელს უკვე 90 წლის იუბილარია!
ეს არის დარგის უდიდესი, მრავალფეროვანი, მძლავრი, დინამიური ნაყოფიერი დიალოგის პლატფორმა, სადაც აგროპოლიტიკისა და აგრობიზნესის ლიდერები იყრიან თავს …
ეს ამ სფეროს ყველაზე დიდი ბაზრობა/ფესტივალია მსოფლიოში …

და რა თქმა უნდა 65 ქვეყანას შორის საქართველოცაა წარმოდგენილი …
საქართველოს დიდი ქუდის ქვეშ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით 14 მწარმოებლის პროდუქციაა გატანილი: ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ.

ეწვიეთ მწვანე კვირის ვებსაიტს და ნახეთ პრომო [მართლა შთამბეჭდავი პრომო აქვს]!

ფოტოკოლაჟი

igwb (1) igwb (2) igwb (3) igwb (4) igwb (5) igwb (6) igwb (7) igwb (8) igwb (9) igwb (10)

მაგრამ ერთი კი მეწყინა:
რომელიმე რელიზში მაინც დაგესახელებინათ ის 14 ქართული კომპანია?!
ეს ინფორმაცია სპეციალურად იმალება, თუ უბრალოდ არ აქცევენ ყურადღებას?