ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #13 – სვანური საცხობი #1: ნაღდი კუბდარი უნდა იყიდო აქ!

გლდანისკენ/მუხიანისკენ მიმავალ გზაზე როგორც კი მეტრი სარაჯიშვილს გაცდები [Google Map-ზე ნახეთ ზუსტად] უმაგრესი სწრაფი კვების ბრენდირებული ობიექტი დაგხვდება. დიდი არ არის, ორიგინალური „გარეგნობით“ გამოირჩევა. მაგრამ იქ სურნელი ტრიალებს …

დღეს შევიარე და ორი ცალი უგემრიელესი კუბდარი და ორიც ლობიანი ყველით შევიძინე. ენით ვერ აგიწერთ ისეთი გემრიელი კუბდარი გამოდგა. სამი ლარი ღირს. ზომითაც ისეთია, რომ საშუალო ზომის ადამიანი 2 ცალზე მეტს ვერ შეჭამს. არანაკლები იყო ლობიანიც.

სვანური საცხობი #1 ივლისში შეიქმნა და რამდენი იქ გავივლი სულ ვიღაც ყიდულობს. აშკარად უკვე ჰყავს თავისი კლიენტი, რაც აშკარად თავდადებული შრომის შედეგია.

სურათი დღეს შებინდებისას გადავიღე. თუ დააკვირდებით, შეხედავთ, რომ თითოეული თავი საკვები ცალკე ჩადეს ბრენდირებული ქაღალდის პარკში, შემდეგ ოთხივენი ერთ დიდ ბრენდირებული ქაღალდის პარკში მოათავსეს სალფეთქებთან ერთად.

სვანური საცხობი #1 ბრენდირებული სწრაფი კვების ობიექტია. კუბდარი კი მისი საფირმო „კერძი“. სრულიად შეესაბამება ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის იდეას.

სვანურ საცხობ #1-ში გამომცხვარი კუბდარისთვისაც ღირს გლდანში ჩასვლა!!!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!