მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > 100% ხილის წვენები

100% ხილის წვენები

სოფელი შავშვები, გორის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+995 551 85 58 66, +995 593 40 04 45
info@khilari.ge
http://khilari.ge
FB / ხილარი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

2017 წელს დაფუძნებული შპს “ხილარი”-ს მიზანია აწარმოოს 100% ადგილობრივი, არაგენმოდიფიცირებული ხილის ბუნებრივი წვენები ცივი წნეხის მეთოდით. საწარმოო დანადგარები აღჭურვილია ევროპული ცივი წნეხის მანქანებით და მდებარეობს გორის რაიონში. ამჟამად კომპანია 100% ადგილობრივი ნედლეულით აწარმოებს ყურძნის, ვაშლის, ატმის, ქლიავის წვენებს. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია მანდარინის, ფორთოხლის, სტაფილოს და კენკრის წვენების წარმოების დაწყებაც.

100% ხილის წვენები – ყურძნის, ვაშლის, ატმის, ქლიავის წვენები, რომელთაც ხილარი დღეს ამზადებს, ასევე ბოსტნეული რომელსაც იყენებს ცივად დაწნეხილი წვენების წარმოებაში – ყველაფერი შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ჯანსაღ გარემოში არსებულ ფერმებში და ბაღებში იწარმოება.

ყურძნის წვენი
ღვინის კულტურის 8,000 წლოვანი ისტორიის მქონე, “ღვინის აკვანად” აღიარებულ ქვეყანაში, გასაკვირი არ არის რომ კარგად ესმოდეთ ყურძნის დიდი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ თქვენთვის კომპანია “ხილარი”-ს მიერ მზადდება 100% ადგილობრივი ყურძნისგან ცივად დაწურული ყურძნის წვენი.

ვაშლის წვენი
ქართული ვაშლი საყოველთაოდ ცნობილია თავისი ინტენსიური და ოდნავ მომჟაო ხილის არომატით. ქართული ვაშლის ბაღებიდან დაკრეფილი მაღალი კვებითი ღირებულებისა და დაბალკალორიული ხილი ხილარის ვაშლის წვენს უნიკალურ გემოს ანიჭებს.

ატმის წვენი
ინტენსიურად ტკბილი, ოდნავ მკვეთრი გემოს არომატული ცივად დაწნეხილი წვენი 100% ადგილობრივი ქართული ატმისგან მზადდება, რომელიც თავის მხრივ მაღალი კვებითი ღირებულებით, ბუნებრივი სიმკვრივით და დამაკმაყოფილებელი გემოთი ხასიათდება. უდაოდ, ხილარის ატმის წვენი თქვენს ჭიქაში დატყვევებული ნამდვილი მზეა.

ქლიავის წვენი
100 % ქართული ადგილობრივი ორგანული ქლიავისაგან ცივად დაწნეხვის შედეგად მიღებული წვენი ხასიათდება დაბალკალორიულობით, C ვიტამინის სიუხვით, და მას ვერაფერი შეედრება. ტკბილი და არომატიანი ქლიავის წვენი ჯანსაღი ცხოვრების უდაოდ აუცილებელი შემადგენელია.

უახლოეს პერიოდში კომპანია შემოგთავაზებთ მანდარინის და ფორთოხლის წვენებს, რომელთაც გურიის და აჭარის ფერმებიდან და ბაღებიდან მოწოდებული ნედლეულით დაამზადებს. ასევე, სტაფილოსა და კენკრის წვენებს, რომელთაც სამცხე-ჯავახეთიდან და იმერეთიდან მოწოდებული ნედლეულით დაამზადებს.