ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბაია ფუდი - ჯანსაღი ყველა

ჯანსაღი კვება – ბაია-ფუდი!

ქართულია & kar.ge-ა!

ნატურალური პროდუქტი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღი კვებისათვის.

ქართული კომპანია ბაია-ფუდი უკვე ხუთი წელია, მომხმარებელს  ნატურალური მარცვლეულის ფაფებს სთავაზობს. “ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელი ოჯახი” – ეს არის კომპანიის სლოგანი და მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია მთლიანად ნატურალური კომპონენტებით, დიდწილად ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებით მზადდება.

ეს ინფორმაცია კი ამ პოსტის ძიების დროს მოვიპოვე. 🙂

ძალიან მინდოდა რომ დამეწერა  მათ შესახებ და აი რატომ:

2,5 წლის წინ ჩემი პაწაწუნა შვილი სიცოცხლეს ებრძოდა, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა და ექიმებმა მკაცრად გაგვაფრთხილეს კვების რეჟიმის კონტროლი, აუცილებელია ჯანსაღი კვება.

შეშინებულმა დავიწყე ძიება, რა შეიძლებოდა მეპოვა ისეთი, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნებოდა, უიმედოდ დავდიოდი გუდვილში და უცებ ჩემი მზერა მიიპყრო ძალიან სასიამოვნო შეფუთვამ, ზედ კიდევ უფრო სასიამოვნო წარწერებით, ქართული, 100% ნატურალური და ა.შ.

ჩემი დამოკიდებულება:

მრავალფეროვანი ასორტიმენტი, სასიამოვნო გემო, ქართული პროდუქცია, ქართული კომპანია, ნატურალური,  და ყველაფერი კარგად იქნება.

მაშინდელი ემოცია შეუძლებელია ვინმემ წარმოიდგინოს, იქ უნდა გენახეთ 🙂 იმ დღიდან ჩემიოჯახში საპატიო ადგილი უკავია და დღეს მეძლევა შესაძლებლობა სახალხოდ მადლობა გავუხადო კომპანიის თითოეულ წევს, წარმატება და გაძლიერება ვუსურვო.

შეიძინეთ “ბაია-ფუდის” პროდუქცია ავერსის აფთიაქებში, გუდვილისა და სმარტის სუპერმარკეტებში.
ბაია-ფუდი მომხმარებელს 16 დასახელების პროდუქტს სთავაზობს:

✔ ბაია-ბრინჯის ფქვილი – 500გ
✔ ბაია-ფაფა ბრინჯი ალუბალი ბანანით- 500გ
✔ ბაია – შვრია 350გ
✔ ბაია – ფაფა შვრია გარგარი ალუბლით – 350გ
✔ ბაია – წიწიბურა ფქვილი – 500გ
✔ ბაია- ფაფა წიწიბურა შავი ქლიავით – 500გ
✔ ბაია – 5 მარცვლის ფქვილი – 500გ
✔ ბაია – ფაფა 5 მარცვლის (ვაშლი, ბანანი)- 500გ
✔ ბაია – სიმინდის ფქვილი – 500გ
✔ ბაია- მანანის ბურღ. – 500მლ
✔ ბაია – მანანის ბურღ. ალუბლ – 500გ
✔ ბაია – მანანის ბურღ. შავი ქლიავით
✔ ბაია- ღომის მარცვლ. ფქვილი და ღერღილი – 1კგ
✔ ბაია – ქატო დიეტური – 350გ
✔ ბაია – ქატო, ხილის ჩირით – 350გ
✔ ბაია – რძის ფხვნილი 300გ

პრუდუქცია მზადდება ისე, რომ შენარჩუნდეს საკვების სასარგელო თვისებები.

თითოეულ პროდუქტზე იდეალური და დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ფეისბუქის გვერდზე.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოებისპროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.