ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჯააძის თაფლი: ბაზარზე წარმატებული გასვლის ისტორია, რომელიც IFFE 2017-ში მონაწილეობით დაიწყო

ეს მოკრძალებული ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს თუ თქვენი ნაწარმი IFFE 2019-ზე მოხვდება წელს. გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ “ჯააძის თაფლი“-ს დღევანდელი შედეგი არის არა მხოლოდ IFFE 2017-ში მათი მონაწილეობის, ან ჩვენი მხარდაჭერის შედეგი. პირველ რიგში ეს თავად მათი დამსახურება, რომ მოგვენდენ, წამოგვყვნენ და მუხლჩაუხდებად იშრომეს წარმატებისათვის.

ყველაფერი ასე მოხდა …

IFFE 2017-ზე გამგზავრებამდე 4 დღით ადრე, 2017 წლის 12 ოქტომბერს kar.ge-ზე დავდეთ განაცხადი, რომ საერთაშორისო ექსპოზე წავიღებდით და წარმოვაჩენდით ნებისმიერ ქართულ ნაწარმს. საჭირო იყო მხოლოდ 30 კგ-მდე პროდუქციის ნიმუშები და 150 USD ტრანსპორტირების ღირებულება.

შემეხმიანა ქ-ნი მარეხ ბაკურიძე, რომელმაც სურვილი გამოთქვა მისი თაფლის ნიმუშები წაგვეღო. ცხადია მოვიკითხე კომპანიის და ბრენდის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ოჯახს ახმეტის მუნიციპალიტეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში ჰქონდა მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება ოჯახური ტრადიცია იყო. ოჯახი წარმოებულ თაფლს აბარებდა (როგორც ყველა) და ყიდდა (ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე). ბაზარზე ცნობადობა პრაქტიკულად არ ჰქონდათ, თუმცა დაწყებული ჰქონდათ ბრენდირების პროცესი და ჰქონდათ სახელი, ლოგო და ეტიკეტი. თაფლი 440 გრამიან ქილაში ჰქონდათ დაფასოებული. არ ჰქონდათ არც პროდუქციის სურათები და არც FB გვერდი. აშკარად იკვეთებოდა კარგი სასტარტო მდგომარეობა ბაზარზე გასასვლელად.

ჩვენი შეთავაზება იყო მარტივი:
მიმაქვს ნიმუშები IFFE 2017-ზე – ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოზე სამხრეთ კორეაში. იქ კი დავაგუგუნებდით “ჯააძის თაფლი”-ს სახელს და გავუზრდიდით ცნობადობას საქართველოში პირველ რიგში. ამას კი მოჰყვებოდა გაყიდვებიც შიგა ბაზარზე.

მოხდა შემდეგი:
– “ჯააძის თაფლი”-ს ნიმუშები წავიღე IFFE 2017-ზე, რომელიც 2017 წლის 19-23 ოქტომბერს შედგა
– ექსპოზე ვინც კი გასინჯა, ყველას ძალიან მოეწონა
– ძალიან კარგი სურათები გადავიღე, FB Live-შიც წარმოვაჩინე პროდუქტი
– მუდმივად გვქონდა დეგუსტაციები
– პროდუქცია საჩუქრებადაც ბლომად დავარიგეთ

ჩამოსვლისთანავე:
– გავუკეთე FB გვერდი (სურათები მართლა შესანიშნავი მქონდა ჩამოტანილი)
– ვასწავლე თუ როგორ აემუშავებინათ FB გვერდი, რომ ცნობადობა და გაყიდვები გაეზარდათ
– შევთავაზე, რომ ერთი 440 გრამიანი ქილის მაგივრად გაეკეთებინათ 2 ან 3 ვარიანტი
– ჩამოსვლის შემდეგ პოსტ კამპანიის ფარგლებში kar.ge-ს FB გვერდზე წარმოვაჩინე ბრენდი

შედეგი ერთი თვის შემდეგ (უკვე 2017 წლის ნოემბერის ბოლოს):
– 1 თვეში ბრენდის FB გვერდი უკვე გუგუნებდა!
– ასორტიმენტი უკვე 3 სხვადასხვა ქილისგან შედგებოდა (ფოტოს ახედეთ)!
– ბრენდის ცნობადობა იზრდებოდა!

მალევე (2017 წლის 22-23 დეკემბერს) შევთავაზე ახალი პროდუქციის ფესტივალში მონაწილეობა, რომელიც ქარვასლაში ჩავატარეთ. ფასიანი იყო (მონაწილეობის ღირებულება 400 ლარი), მაგრამ ღირდა. როგორც კი პარტია მოამზადეს და FB-ზე დადეს, მაშინვე მთლიანად იყიდა კომპანიამ “დიო”მ (უღრმესი მადლობა მათ) და საახალწლო საჩუქრებად დაარიგა. ბნ. გოგიას და ქბნ. მარეხს დაჩქარებულ ტემპში მოუწიათ ფესტივალისთვის ახალი პარტიის მომზადება.

2018 წლის გაზაფხულზე საექსპორტო კატალოგში და KAR.GE ონლაინ კატალოგში ჩართვა შევთავაზე. ესეც ფასიანი იყო (450 ლარი წელიწადში). აქაც ჩაერთენ. იხილეთ სააექსპორტო კატალოგი, სადაც 400-მდე ჩანაწერს შორის “ჯააძის თაფლი”-ც წარმოდგენილია. ეს კი KAR.GE ონლაინ კატალოგი, სადაც წარმოდგენილია კომპანია, ბრენდი და პროდუქტი. და ა.შ. ვთანამშრომლობთ დღემდე.

დღეს “ჯააძის თაფლი” შემდგარი ბრენდია. წარმადობამ წელიწადში 3 ტონას გადააჭარბა, ცნობადობაც აქვს, გაყიდვებიც მზარდია და მეურნეობას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს. უამრავი მყიდველი ურეკავს და ყიდულობს მათ პროდუქციას, მათ შორის ჩვენი კორეელი პარტნიორებიც.

შევაჯამოთ:
თუ თქვენ მზად ხართ ბაზარზე გასასვლელად, კარგი შანსია სწორედ ეხლა. IFFE 2019-დან დაგუგუნებული თქვენი სახელი, ჩვენი მხარდაჭერა და თქვენი მონდომება გარანტირებული წარმატების წინაპირობაა! შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს მივფრინავთ IFFE 2019-ზე. შეგვიძლია წავიღოთ და წარმოვაჩინოთ თქვენი ნაწარმი (საკვები / სასმელი). 15 კგ-მდე ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებაა 200 USD. სრული ინფორმაცია აქ იხილეთ და დაგვირეკეთ 577 73 79 64 დაუყოვნებლივ.